"მისით კმაყოფილი ვარ" - ჯაბა კანკავა მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
გუშინ, 7 ოქტომბერს, ფრანგულმა "რეიმსმა", რომლის რიგებშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ასპარეზობს, ამხანაგურ შეხვედრაში "შარლერუას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 სძლია.

ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ, "რეიმსის" შემადგენლობაში ითამაშა ჯაბა კანკავამ. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი დაყო. როგორც "რეიმსის" ოფიციალური საიტი იტყობინება, კანკავა საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "რეიმსის" მწვრთნელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც კანკავაზეც ისაუბრა.

"კარგი ამხანაგური მატჩი გამოგვივიდა. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მთავარია, ასე გავაგრძელოთ. ამ შეხვედრაში ჯაბა კანკავა დაგვიბრუნდა. მისი დაბრუნება მხოლოდ დადებითად
აისახება გუნდზე, რადგან ეს კონკურენციას გაზრდის. კანკავათი კმაყოფილი ვარ", - განაცხადა მიშელ ტერ-ზაკარიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული