საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უელსში ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი
მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 77 /
პროგრესი არის მაგრამ ეს შტანგები გვიშლის ხელს აშკარად:D
giorgi
09 ოქტომბერი 2016 22:22
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ესე გაგეხარებინოთ ბევრჯერ გულშემატკივარი როგორც დღეს გაახარეთ სრულიად საქართველო... აშკარად დაეტყო ვაისის ხელი საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან თამაშშიც გამოჩნდა და ავსტრიასთანაც, მაგარი კაცია ვენაცვალე გულში ძალიან ბედნიერი ვარ ამ უელსთან ფრეე ბევრს შეშურდება!!!
ალექსანდრე
09 ოქტომბერი 2016 22:16
0
Mchedlidzis erti ertze gasvla da janos shoreuli dartkma dagavickdat?mosagebi tamashi iko. Kochag bichebs da kochag valodia
gio_san
09 ოქტომბერი 2016 22:12
0
ლევან მჭედლიძის გოლი საქართველოს ნაკრების მაისურით, გინახავთ ვინმეს?
mtieli
09 ოქტომბერი 2016 22:12
0
გილოცავთ ამ ლამაზ თამაშს ყველას. მართლა ბოლო 3 თამაშია ანგარიშის მიუხედავად ყველა ვხედავთ სულ სხვა ფეხბურთს ნაკრების შესრულებით. ვაისი და აალგაზრდა ბიჭები აკეთებენ ამას მთელი მონდომებით.

"გამოცდილი ფეხბურთელების" მიმართ დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, ჩემი აზრით, არც კანკავა და არც ლობჟანიძე უკვე აღარ უნდა ათამაშოს ძირითადში ვაისმა. არ არიან ეგენი აუცილებელი და შეუცვლელები.

ჭანტურიას რაც შეეხება, გაანცხადშიც არ უნდა მოხვდეს არასდროს. მისი საფეხბურთო "ინტელექტი" კაი ხანია ვიცით.
ირაკლი
09 ოქტომბერი 2016 22:11
0
Eseti meore taimit unda moigo!!!fsiqologi unda nakrebs,daijeron bichebma ro sheudzliat tan magrad
Ise ubralod
09 ოქტომბერი 2016 22:11
0
ქულა კი არა , 3 ქულა უნდა აეღოთ ! დაჩაგრეს უელსელები ! მჭედლიძემ და ყაზაიშვილმა 3 სუფთა საგოლე მომენტი გააფუჭეს ! ყოჩაღ ბიჭები - თავი დადეს მოედანზე !
კახაბერი
09 ოქტომბერი 2016 22:09
0
ქულა კი არა , 3 ქულა უნდა აეღოთ ! დაჩაგრეს უელსელები ! მჭედლიძემ და ყაზაიშვილმა 3 სუფთა საგოლე მომენტი გააფუჭეს ! ყოჩაღ ბიჭები - თავი დადეს მოედანზე !
კახაბერი
09 ოქტომბერი 2016 22:09
0
ყველას გილოცავთ! არა მარტო ქულის მოპოვებას, არამედ იმედის გაჩენას, რომ გუნდი შედგა და მწვრთნელის ხელი დაეტყო. ამ გუნდით ყველასთან შეიძლება თამაში და მოგებაზე ფიქრი. ცოტა დაგვაკლდა და ატირებულ უელსაც ვნახავდით, აშკარად ვაჯობეთ. მადლობა ბიჭებს და ვაისს!
სტუმერი
09 ოქტომბერი 2016 22:08
0
Yochag bichebo martla indomebt, tumca rogorc yvelafershi igbalic sachiroa. Asee gaagrdzelet, chvenc dagibrundebit da igbalic. Sad daimaleba?! Madloba
Iberia
09 ოქტომბერი 2016 22:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული