საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უელსში ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი
მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 77 /
კარგია გილოცავტ .მჰედლიზეა სუსტი ცერტილი ერტი ბურტი ვერ სჰეიმაგრა რა ჰირს .... კაცს.
ბაჯო
09 ოქტომბერი 2016 23:40
0
იმედი მომეცა, ყოჩაღ მწვრთნელს და მოთამაშეებს, ეს იმედი მარტო დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე არა ეს არის სამი თამაშიდან გამომდინარე, ყველა თამაში წინაზე უკეთესი იყო მეგობრებო, უკეთესად ითამაშებენ მთავარია ირწმუნონ რომ შეუძლიათ მოგება, ყოჩაღ ვაისს, ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა მაგრამ ამ ეტაპზე წინ მიდის ნაჯრები რა თქმა უნდა პირველ რიგში თამაშით. წარმატებები, ბევრი მოგება. მე მიყვარს საქართველოს ნაკრები.
დათო
09 ოქტომბერი 2016 23:35
0
ნამეტანი ნუ აფორიაქდით ახლა.ჯადო არა იხვის ტოლმა. ეს იყო მაქსიმუმი,თუმცა მოგებაც შეიძლებოდა,მაგრამ თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი იყო,განსაკუთრებით დაცვაში, თავდასხმას არ ვამბობ იმიტომ რომ თავდამსხმელი ისედაც დიდი ხანია არ ჰყავს გუნდს. ვერ ამჩნევთ,რომ მოედანზე დაშინებულები არიან?
დავით 67
09 ოქტომბერი 2016 23:33
0
ნაკრებს დაუბრუნდა ქართული ფეხბურთის ხელწერა. მაგრამ, თავდასხმა არ გვყავს -სწრაფი ფორვარდები და ცენტრი. გუნდი ნახევარდაცვის იმედზეა. ვაისმა გუნდი ააწყო, მაგრამ კვალიფიცირებული თავდასხმელის გამო გუნდს უჭირს.
მერაბი
09 ოქტომბერი 2016 23:32
0
Nika shenc ocneba xar?.. vaistan aravis araferi ar unda, faqtia cxadadze tyuilad gaagdes da asakobrivi-nakrebebis mcvrtnelebic
Guga
09 ოქტომბერი 2016 23:29
0
ესე რა, შეგვძლებია თამაში, ყოჩაღ გვალიას და კაკაბაძეს, ძალიან გააძლიერეს ნაკრები, საერთო ჯამში ნაკრებმა შეიძინა ის რაზეც წლებია ვოცნებობდით, გუნდური , დამაჯერებელი, შეტევაზე ორიენტირებული თამაში, დღევანდელი შეხვედრა კიდევ იმით გამოირჩეოდა, რომ პრესინგის ელემენტებიც ჩავრთეთ, ეს სულ სხვა ნაკრებია, ყოჩაღ ბიჭებო და წარმატებები !!!!
ლევანი
09 ოქტომბერი 2016 23:24
0
Mchedlize ar aris satamashebeli,nelia, mouqneli, da karis xedva ar aqvs, ra burti ver sheagdo zlivs shansi mieca da ver gamoiyena, sxva danarcheni yochag bichebs kai tamashi iyo, mase gaagzelet
dat
09 ოქტომბერი 2016 23:24
0
მალადეც გვილია
gia
09 ოქტომბერი 2016 23:15
0
Sagol vaiss esmis am kacs ashkarad rogor atamashos gundi,vacadot am kacs da me mjera atamashebs im fexburts rac qartvel xalxs favours!!!
Vato
09 ოქტომბერი 2016 23:13
0
სად არიან ის ტვინიკოსები ცხადაძე, ბაჩანა, გელაშვილი, კახა მახარაძე და ფოფხაძე რომ ენატრებათ ნაკრებში და კობის აგინებენ? ვაისი საუკეთესო ტრენერია ნაკრების ისტორიაში, აცალეთ მუშაობა. სრული მხარდაჭერა კობის და ვაისს. რიგითი გულშემატკივარი.
nika
09 ოქტომბერი 2016 23:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული