საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უელსში ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი
მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 77 /
ყველაფრიტ ვაჯობეტ უელს,,სისწრაფიტ ბურტის ფლობიტ, გენაცვალეტ,ნებისმიერ გუნდს დავახევტ ტავზე ბურტს,,
jiji
10 ოქტომბერი 2016 12:03
0
მაგ ტემპში რაც უელსმა 1:0 მერე შემოგვთავაზა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვიქნებით. ჩვენი პრობლემა სისწრაფეა, თორე ნელ ტემპში უელსსაც, ირლანდიასაც და ავსტრიასაც მოვუგებთ.
haha
10 ოქტომბერი 2016 09:49
0
გვილია აღმოჩენაა,კაკაბაძე კარგია, კვირკველია,ნავალოვსკი,ჯანო ფორმაშია,ოქრიკაც თავს არ ზოგავს...
status quo
10 ოქტომბერი 2016 09:35
0
უკვე შიშით, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ ბოლო დროს ნაკრები ათამაშდა სტატისტიკაც მეტყველებს, ბურტის დაჭერა და პასები მოუმატეს :)
Giga
10 ოქტომბერი 2016 07:49
0
მადლობა ბატონ ვაისს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს ნააკრების თითოეულ ფეხბურთელს გაწეული სამუშაოსათვის. ნაკრები სწორ გზაზე დგას და წინ მიიწევს. თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა, მოედანზე იდეების დეფიციტი ნაკლებად გვაქვს, კრეატიულობა არის, მოედნის ხედვა არის, სივრცეებს ვქმნით უკეთესად უბურთოდ მოძრაობის ხარჯზე, კონცენტრაციას ნაკლებად ვადუნებთ. თუმცა, არის გოლების დეფიციტი, არის არაზუსტი პასები, არის ბურთისს დაკარგვა, არის მეკარის ხარვეზები. საჭიროა მუშაობა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. გამარჯვებებს ვუსურვებ ნაკრებს!
ლუკა
10 ოქტომბერი 2016 04:11
0
რავი მე ნავალოვსკის თამაში ყოველთვის მომწონდა და ახლაც მომწონს, ბოლომდე იხარჯება და თავცს არ ზოგავს, ტავდასხმასაც ეხმარება და დაცვაშიცაა, კჯამში კარგი თამაში იყო ესეც და წინებიც, ვაისის იმედი მაქ, ყოჩაღ ბიჭებო... ისე ფაქტია ჯადო გვაქ ამ გოლების გატანაზე და იქნებ წვერის ბრალია?? გაიპარსეტ ყველამ და ვნახოტ იქნებ გავიდეს :):):)
RAVI
10 ოქტომბერი 2016 02:07
0
ბიჭებო... არ ველოდი მაგრამ ვნახოთ... დრო გვიჩვენებს
svani
10 ოქტომბერი 2016 01:44
0
კარგით, გეყოთ. ნუ გაოფლიანდებით მაინცდამაინც. ასეთი ოპტიმიზმი დუღდა მაშინაც, საფრანგეთს რომ ფრე გავუგორეთ, მაგრამ სამ დღეში ფინეთთან წავაგეთ. არ ვიცოდეთ მაინც, ჩვენი ნაკრების "ვაჟკაცობის" ამბები.
რაც შეეხება ვაისს, პირადად წააგო პირველი მატჩი ავსტრიასთან, ლაჩრული ტაქტიკის გამო. სავსებით რეალური ხუთი ქულის მაგივრად გვაქვს მხოლოდ ერთი და ნუ გავხდით ეხლა სუპერმწვრთნელად რა...
bachana
10 ოქტომბერი 2016 01:19
0
რაც მთავარია თავის მაქსიმუმს სდებენ ეს ბოლო ხანია რაც მეამაყება მათი ყურება! მადლობა ბიჭებო, მადლობა ვაის!
ემზარი
10 ოქტომბერი 2016 00:39
0
ძალიან კარგია,რომ ქულა ავიღეთ,მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვაი გულშემატკივრებო,რომ ფეხბურთში ამინდს ქმნიან პიროვნებები,ისეთი ვარსკვლავები,როგორებიც იყვნენ:მეტრეველი,მესხი,ჩოხელი,ბარქაია,ხურცილავა,ყიფიანი,ჩივაძე,შენგელია,სულაქველიძე,დარასელია,ასევე ამ ბოლოს საშუალო დონის ფეხბურთელები:ნემსაძე,არველაძე,ქეცბაია,ქინქლაძე,კალაძე,დღეს ასეთები არ არიან ჩვენს ნაკრებში,მეტიც მათთან მიახლოებულებიც არაავინაა და ამიტომ ცაში ნუ დაიწყებთ ფრენას,ცოტა დაღვინდით,ასევე უნდა იცოდეთ,რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების ნაირნი თუ არ გამოჩნდნენ,იცოდეთ საშველი არ იქნება,ასეთი აღზევებები ბევრი ყოფილა ამ 26-სი წლის განმავლობაში,მაგრამ შედეგი სუყოველთვის 0-ის ტოლი იყო,ამიტომ ნუ ავცუნდრუკდებით და დაველოდოთ ვარსკვლავების გამოჩენას,ძალიან გთხოვთ ჩემი ნათქვამი კარგად და სწორად გაიგეთ.
roma
10 ოქტომბერი 2016 00:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული