- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
"ვინმეს თამაშამდე რომ ეკითხა, კმაყოფილი ვიქნებოდი თუ არა უელსთან მოპოვებული ქულით, ვეტყოდი, რომ ეს ფანტასტიური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ გვაქვს უფლება უკმაყოფილონი ვიყოთ და ვთქვათ, რომ 1 ქულაზე გული დაგვწყდა.
ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. პირველი 30 წუთი ცუდი იყო, რომლის მანძილზეც არაერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ.
საკუთარ მოედანზე
1. ბურთის დაჭერა, მოკლე პასების გათამაშებით და ასე გამოსვლა პრესინგიდან პანიკის გარეშე.ეს ნაკრებს არ ახასიათებდა. თანაც ასეთ მოძრავ გუნდებთან.
2. ვაკო გვილია.
3. გოლის გაშვების შემდეგ ყურების არჩამოყრა, რაც ფსიქოლოგიის გამოსწორებაზე მიუთითებს.
4. დიდი ნაბიჯი სხვისი მოედნის კომპლექსის დასაძლევად, რაც ასევე ფსიქოლოგიის გაუმჯობესებზე მეტყველებს.
5. მოთამაშეებს ეტყობათ, რომ ურთიერთდამოკიდებულება გაუმჯობესებულია.
ჩემის აზრით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია. მჭედლიძემ (და სხვებმაც) ასეთი მომენტები უნდა გამოიყენონ, ამას ვაისი ვერ გააკეთებს.