კრის კოულმენი: საქართველოსთან 2 ქულა კი არ დავკარგეთ, ქულა მოვიპოვეთ

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

9 ოქტომბერს, კარდიფში გამართულ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსთან ქულა თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით მოიპოვა - ფრე 1:1.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ხალხი მიიჩნევს, რომ 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ უფრო მოვიპოვეთ ქულა.

ოთხ დღეში ორი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ეს არ გვამართლებს - უკეთ უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმში ისე
განვითარდა მოვლენები, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, წაგვეგო. გაშვებული გოლის შემდეგ შეტევა ვცადეთ, მაგრამ მეტოქისგან რამდენიმე კონტრშეტევა მივიღეთ...

მომდევნო შეხვედრას სერბეთთან ვთამაშობთ და ის მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ველოდებოდი მის ომენტარს... მომეწონა, რეალურად აფასებს მინდორზე განვთარებულ მოვლენებს და დასანანია,რომ სწორედაც რომ დავკარგეთ ორი ქულა... ოღონდ ნუ გავბედოვლათდებით და წარუმატებლობას ფორტუნის უქონლობით ნუ დავუწყებთ ახსნას თორემ ვაი(სი)ც სანატრელი გაგვიხდება
ზვიადი
11:53 10-10-2016
0
გამტანი ფორვარდი გვჭირდება ეროვნულში, ისეთ მომენტებს რომ არ გამაზავს როგორიც მჭედლიძემ ქნა, იგი შეცვლის ფეხბურტელია და გვჭირდება ბომბარდირი, თუნდაც 17-19 წლის. დვალიშვილი ბომბარდირი არაა, მაგრამ მოედანზე კარგ სამუშაოს ასრულებს, იგი უფრო უკანახაზელი თავდამსხმელია და "სტოლბ" ცენტრფორვარდად მისი დაყენება არასწორია, მაგას ჯობია ისევ ვაკო დააყენონ.
ტყეშელაანთ გიჟი
12:43 10-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული