- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
მასპინძელთა გუნდში საუკეთესოდ გარეთ ბეილი აღიარეს, რომელმაც 7 ბალი მიიღო. 6,5-6,5 ბალი მიიღეს დევისმა და ლედლიმ. დანარჩენი კი 6 ბალით დაკმაყოფილდა (გამონაკლისი მხოლოდ შეცვლაზე შესული კოტერილი (5) იყო).
საქართველოს ნაკრების რიგებში ბრიტანულმა გამოცემამ გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი გამოარჩია, რომელიც 7,5 ქულით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია. 7-7 ბალი მიიღეს გურამ კაშიამ, ვაკო ყაზაიშვილმა და ლევან მჭედლიძემ.
ლორია -
ეგეთი გოლი გასაგებია რომ შეიძლება მჭედლიძემ კი არა მსოფლიო დონის ფორვარდებმაც ვერ გაიტანონ, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ კაცურად ერთი მითხარი რომელი ბურთი მოიგო მჭედლიძემ და როდის მისცა გუნდს ამოსვლის საშუალება? მოიგო კი არა ვერც ერთ ლორიას და მცველების წინ დარტყმულ ბურთს თავიც ვერ მოარტყა, მაგრად დაჩაგრა ეშლი უილიამსმა და მეორე სართულზე გასაქანი არ მისცა...