[ოთხშაბათის საკითხავი] თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი ჩაატარა ირლანდიასა და უელსთან. ამ შეხვედრებმა ჩვენი გუნდის სულ სხვა სახე დაგვანახვა. ვნახეთ შეტევაში მოთამაშე ეროვნული ნაკრები.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ძალიან, ძალიან რთულია ითამაშო ირლანდიასა და უელსთან ისეთი ფეხბურთი, რომელიც წარმატებასთან მიგიყვანს. ირლანდიასთან მატჩში მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ეს არ იყო იოლი მატჩი, მაგრამ ეს იყო შედარებით უკეთესი თამაში, ბოლო მატჩებს თუ გადავავლებთ თვალს. ეს უკვე ძალიან კარგია.

უელსი
კიდევ უკეთესი იყო. უელსი იყო იმედის თამაში.

საქართველოს ნაკრები დროდადრო თამაშობს კარგ, შემტევ ფეხბურთს, რომელიც იწყება ჩვენს საჯარიმოში გაკეთებული პასებით და გრძელდება სახიფათო მომენტით მოწინააღმდეგის კართან. ვლადიმირ ვაისმა იგრძნო ჩვენი ფეხბურთის დინამიკა.

საქართველოს ნაკრებს ჰყავს ლიდერი, გამორჩეული ინდივიდუალისტი თორნიკე ოქრიაშვილი. მას შეუძლია, ძალიან ბევრი გასცეს თანაგუნდელისთვის, საშური პასი მიაწოდოს, განავითაროს საკუთარი გუნდის შეტევა...

მაგრამ მისი საკლუბო კარიერა ჯერაც უკეთესის სურვილს ტოვებს და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ეს - მომავალში, დღეს კი ლიდერი უკვე სახეზეა.

უნდა გვჯეროდეს: საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც რაღაც შეუძლია. ის უკვე თამაშობს და ამავე დროს, მომავლის იმედს გვაძლევს. ეს ცხოვრებისეული ამბავია, მაგრამ ისეთი ამბავი, რომ თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ.

მომკალით და ასე მგონია - სწორედ ოქრიაშვილი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც, როგორც ელმავალმა, ისე უნდა გასწიოს საქართველოს ნაკრების ცხოვრება. და რაც უფრო მეტი იქნება ნაკრებში ასეთი ლიდერი, მით უკეთესი, ოღონდ მათ უნდა შეავსონ ერთმანეთი და არა - ხელი შეუშალონ. ეს არის მნიშვნელოვანი.

ხშირად გაიგონებთ - საქართველოს ნაკრებმა კარგად თამაში ისწავლაო. ეს ძალიან კარგია. ხომ არ ვამლაშებთ? არა, ნუ მოგვერიდება ამის თქმის. ჩვენ საკმარისად ვითმინეთ აუტსაიდერობა და ახლა დროა, რაღაც ვქნათ.

ყველა რაღაცას შვრება, რაღაცას ცდილობს, ერთ დროს წყალწაღებული აუტსაიდერებიც კი ტყავში ძვრებიან, რომ რაღაცას მიაღწიონ. ნელ-ნელა აღწევენ კიდეც. ჩვენც უნდა ვქნათ, ჩვენც უნდა მივაღწიოთ. ეს ჩვენი მოთხოვნაა, ეს, უბრალოდ, აუცილებლობაა. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ითამაშოს ისე, რომ თავაწეული იყოს, და ჩვენც, მედიაც, ქომაგებიც თავაწეულები ვიყოთ.

კმარა აუტსაიდერობა! ჩვენ ვიცით ფეხბურთი. მაგრამ არის ასევე ქვეყანა, პრესტიჟი და ღირსება. საქართველოსთვის ბიჭები საკუთარ თავს უნდა მოერიონ.

მიდით, ბიჭებო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
არაფერი ნაკრები ჯერ ჩვენ არ გვყავს რაღაც გაგვივარდა ყარაულის თოფივით და ავჭიკჭიკდით, დავანებოთ თავი ილუზიებს. მოლდოვასთან გამოჩნდება რისი მაქნისებიც ვართ. ამნაირი გაელვება ბევრი მახსოვს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
შალვა ნათელაშვილი.
13 ოქტომბერი 2016 15:07
0
დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს კომენტარს გამოეხმაურა, განსაკუთერბით მათ ვისთვისაც აზრის გამოთქმისთვის, ვთქვათ ''თუ არ იქნება არაობიექტურობა" ადამიანისთვის შეურაცმყობელი სიტყვებით მოხსენიება მისაღებ ფორმად მიაჩნიად. ისე მე არც პროდასავლური ვარ და არც პროევრაზიული, მე ქართველი ვარ 1955 წლიდან და ბევრი რამის მომსწრე, რომ მაგალითები არ მახსოვდეს არც ამ ეჭვს გამოვთქვამდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამომხმაურებლებს.
gizog
13 ოქტომბერი 2016 13:07
0
უაზროდ მიყვარს ეს ფეხბურთელი ქართველების ნეიმარია.
გიო
13 ოქტომბერი 2016 03:14
0
მემგონი კრასნოდარს კვალიფიციური მწვრთნელი ყავს და აქედან მისთვის ჭკუის დარიგება არასერიოზული მგონია იქნება ოქრიაშვილი ღირსი თამაშის ითამაშებს თუარადა იქნება სკამზე.ტყუილ უბრალოდ არავინ არავის დაჩაგრავს.თავის თავის მტერი არცეთი მწვრთნელი არარის რო კარგი ფეხბურთელი სკამზე დასვას.
qutaiseli
12 ოქტომბერი 2016 19:42
0
რით ვერ გაიგეთ რომ რუსეთში უფროა ფეხბურთი ბიზნესი, ვიდრე საქართველოში. რატომ უნდა დაგჩაგრონ, როცა შენში ფული აქვთ გადახდილი, ხელფასს გიხდიან. ზოგიერთ უცოდინარს აქ ჰგონია რომ კირკიტაძის, გოროზიას და მერაბიშვილის გუნდები თამაშობს იქ და ვისაც უნდა ერთი ზარით სკამზე დასვამენ. ეგ ერთი. მეორე - რუსების უმეტესობა კარგად არის განწყობილი ქართველების მიმართ და განსაკუთრებით სპორტულ სამყაროში. ნუ გგონიათ რომ გერჩიან. მათ განსაკუთრებით ხიბლავთ ქართული შემოქმედობითობა და ტემპერამენტი. რამდენი კომენტატორი შეადარებს ბარსელონას და თბ. დინამოს თამაშს?? არ გინდათ ეს უაზრო რიტორიკა. რუსთავი2-ის და ქართული ტვ-ების ტყვეობიდან გამოდით ხალხო. თუმცა რად გინდა მთელი დასავლური მედიაა მიკერძოებული.
odala
12 ოქტომბერი 2016 19:16
0
არ შეიძლება რუსეთის ჩვენს მიმართ მიდგომა მხოლოდ მედლის 1 მხარე ანუ (სულ ცუდი) ვახმიანოთ ეს უბრალოდ არა ობიექტურობა იქნება მე მაგალითად რუსი კომენტატორის გოლი ვნახე ბევრჯერ და ჩვენ კომენტატორებზე მეტი ემოციით გამოხატეს გოლი უელსის კარში ამას იუთუბშიც მოიძიებთ, რაც შეეხება წმინდა საფეხბურთო ასპექტებს ვაისმა თამაშიდან თამაშამდე მოამატებინა გუნდს ანუ მან პირველ შეხვედრებში გამოიტანა დასკვნები გუნდი თუ როგორ ვერ უმატებდა მეტოქის ძლიერი პრესინგის დროს არა თუ შემტევით ფაზაში გადასვლას არამედ გუნდი მთლიანად ირეოდა ეს კი ბოლო 2 შეხვედრაში აშკარად გომოსწორებულია რაც გვილიას უდიდეს დამსახურებაა ამ ფეხბურთელს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აქ ის მონაცემები რომ ის მსოფლიოს დაამახსოვდეს როგორც ერთერთი ყველაზე ძლიერი საყრდენი ტიპის ნახევარმცველი ვიმეორებ ყველა მონაცემი აქვს, რაც შეეხება ვაისმა უკვე ვფიქრობ გამოკვეთა ის კონტიგენტი რაც აუცილებელია სტაბილურობისთვის და რა ფეხბურთელებს ენდობა ის უკვე, რაც ჩვენ ნაკრებში შეუმჩნეველი თვალითაც კი გამოჩნდა რომ ეს არის გუნდის ტაქტიკური სწორი თამაში ფეხბურთელების ანუ თითოეულმა ფეხბურთელმა იცის მას მოედანზე რა ევალება და რა უნდა შეასრულოს კონკრეტულ მომენტში გუნდის სასარგებლოდ ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა მწვრთნელის უდიდესი ნაშრომის შედეგია, რაც შეეხება ამ ყველაფრის ლოკალური ასახვა 1 თვეში მოლდოვასთან საშინაო თამაშში თვალნათლივ გამოჩნდება თუ მოლდოვას მოვუგებთ დამაჯერებელი თამაშით და არა მანდამაინც ანგარიშით მაშინ მთლიანად ქართული საფეხბურთო სამყარო უკვე სრულიად ირწმუნებს ნაკრების ახალ ეტაპზე გადასვლას რაც შედეგებს ნაკრებისგან მომდევნო შესარჩევებიდან აუცილებლად უნდა ველოდეთ.
azurini
12 ოქტომბერი 2016 18:31
0
ფეხბურტს სტადიონები და იმფრასტრუქტურა ჰირდება და სცორი მიდგომა.ფედერაციამ უნდა იმუსჰას ეფეკტურად და ბავსჰვტა მცვრტნელები უნდა იყოს უფრო კვალიფიციური.
ბაჯო
12 ოქტომბერი 2016 18:24
0
რომელ არაობიექტურობაზე ლაპარაკობ?! რუსეთამდე უკრაინა "შახტარში", ბელგია"გენკი" თურქეთი"რაღაცსპორი" იყო და სად დაიმკვიდრა თავი????
gizog--s
12 ოქტომბერი 2016 18:13
0
ბიჭებო ხედავთ რა კეთილი განწყობაა ხალხში თქვენს მიმართ? მე ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდევი და ვგრძნობ. აბა თქვენ იცით, იმუშავეთ და ხალხის დაფასება და დიდი სიყვარული არ მოგაკდებათ. 12-ში ყველა სტადიონზე. ასეც იქნება...
სავლე
12 ოქტომბერი 2016 17:53
0
ვფიქრობ საქართველოს ნაკრების პლიუსი უნდა იყოს ბურთის დაჭერა, ეს რაც უფრო დახვეწილად და სისწრაფეებში მოხდება ჩვენი მეტოქეები ძალიან დაიბნევიან, აგრეთვე შეტევების ორგანიზების მრავალფეროვანი ვარიანტები უნდა დახვეწონ,ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მის სწრაფად დაბრუნებას უნდა შევეცადოთ რაც ჯერჯერობით გვიჭირს,ართმევაზე აუცილებლად უნდა იმუშაონ ფეხბურთელებმა და მწრთნელებმა,ამას ალბათ დროდადრო დახვეწავენ.ლიდერს რაც შეეხება ოქრიაშვილი, იგივე ანანიძე,ყაზაიშვილი კიდევ არიან რამოდენიმე ფეხბურთელები ჩვენ ნაკრებში ვისაც კრიტიკულ დროს შეუძლიათ თავიანთი სიტყვა თქვან.
bebeto
12 ოქტომბერი 2016 17:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული