გიორგი ლორია: არის შანსი, 2 წელიწადში სამარაში საქართველოს ნაკრების მაისურით ვიდგე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სანაკრებო პაუზის შემდეგ "კრილია სოვეტოვს" დაუბრუნდა.

გუშინ "კრილია სოვეტოვმა" სამარაში ახალი სტადიონის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. გუნდთან ერთად იყო ლორიაც, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე ახალი სტადიონი შენდება, მათ შორის, სამარაშიც.

"განსაკუთრებული გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა, თანაც თამაშები იმ ქალაქში გაიმართება, სადაც საკლუბო დონეზე ვასპარეზობ. ანუ არის შანსი, რომ 2 წელიწადში სამარაში უკვე საქართველოს ნაკრების მაისურით ვიდგე.

მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ყველა
პროფესიონალი ფეხბურთელის ოცნებაა. დარწმუნებული ვარ, სამარა ღირსეულად უმასპინძლებს ტურნირს, ახალი სტადიონი კი ყველა აქაური მოთამაშისა და გულშემატკივრისთვის ნამდვილ სახლად იქცევა", - ციტირებს ლორიას euro-football.ru.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ერტი ქულა აიგეს და არ ცაიგეს ტვინი ტოო
0
სეროჟ , ეს შენა ხარ , ტოო ?..
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული