საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 15 პოზიციით დაწინაურდა

AutoSharing Option
20 ოქტომბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრები ახალ რეიტინგში წინა თვესთან შედარებით 15 საფეხურით წაიწია და ამჟამად 270 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ოქტომბერში მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გამართეს.

საქართველოს ნაკრები სტუმრად ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

მეორე შეხვედრაში კი ჩვენმა ნაკრებმა ასევე სტუმრად უელსთან ფრედ 1:1 ითამაშა და ჯგუფში პირველი ქულა აიღო.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

რაც შეეხება
რეიტინგის ლიდერებს, საუკეთესო ათეულიდან გავარდა უელსის ნაკრები და ამჟამად მე-11 პოზიციაზეა. პირველ ადგილზე კვლავ არგენტინაა, მეორე ადგილი გერმანიამ დაიკავა, მესამეზე კი ბრაზილია გადავიდა.

გთავაზობთ რეიტინგის 20 საუკეთესო ნაკრებს:

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ირაკლის მინდა ვუთხრა, შე დალოცვილო,ახალგაზრდა კაცი იქნები გეტყობა,ასე რამ დაგბოღმა,რომ ასეთ კომენტარს აკეთებ, თუ რამე არ მოგწონს შეიძლება თქვა და პასუხი მიიღო,მაგრამ "წააგებენ და თავის ადგილს დაუბრუნდებიან", არ არის საკადრისი ნათქვამი ქართველი კაცისგან
ჯონი არაბიძე
17:19 21-10-2016
0
არა უშავს, შემდეგ თამაშს წააგებენ და ისევ იქ დაბრუნდებიან სადაც მათი ადგილია.
irakli
12:06 21-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული