ალექსანდრე იაშვილი: გოგიასა და ჯიქიასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა აკაკი გოგიასა და გიორგი ჯიქიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

იაშვილის თქმით, ფედერაცია "დრეზდენის" ნახევარმცველ აკაკი გოგიასა და "ამკარის" მცველ გიორგი ჯიქიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

იაშვილმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"აკაკი გოგია და გიორგი ჯიქია ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები არიან. ვთვლით, რომ ორივე ფეხბურთელი ძალიან ნიჭიერია. ორივესთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ თავის მხრივ, მათ აქვთ პრობლემები - ორივე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა...

ერთს ვიტყვი: რაც ჩვენს ძალაშია და რაც შეგვიძლია ამ მხრივ, მაქსიმალურად გავაკეთებთ, დანარჩენი კი უკვე
მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა იაშვილმა.

- ვლადიმირ ვაისი: მოგება მეც მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაჩიბერაძესაც მიაქციეთ ყურადღება
anti
21:43 21-10-2016
0
ეს 2 ფეხბურთელი ნაკრებს ძალიან გამოადგებოდა თან ორივეს სათამაშო პრაქტიკა აქვს.
bebeto
18:34 21-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული