ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - გიორგი ჭანტურია ნაკრებს შეუერთდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ურალის" შემტევი გიორგი ჭანტურია მოლდოვასთან გასამართ მატჩში ნაკრებს დაეხმარება.

როგორც შევიტყვეთ, რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, "ურალი" "ტერეკთან" ანგარიშით 1:4 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა ამ მატჩში პენალტი გამოიმუშავა და თავადვე ზუსტად შეასრულა, მატჩის 33-ე წუთზე კი ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

- გიორგი ჭანტურიამ "ტერეკთან" გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია [VIDEO]

საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე გაიმართება. ნაკრები შეკრებას 7 ნოემბერს დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინც უნდა ჩაანაცვლოს, ყველა ჯობია მას ამ ეტაპზე. იმედია განვითარდება და სხვა გუნდში გადავა.
sandro
11:17 01-11-2016
0
ბოლო დროის ტერეკის თამაშებზე რუსეთში ალაპარაკდნენ ჩაწყობაზე, ახლახან ურალის დირექტორმა განცხადება გააკეთა, თუ მასე გაგრძელდება პრესასთან აღარ ვიკონტაქტებთო. ძალიან გავდა ეს თამაშიც ჩაწყობილს და ჭანტურიაც გაიყვანეს გოლი რომ გაიტანა და ეგეც არა მგონია ტრამვის გამო იყოს რაღაც. რატომღაც ვიცოდი რომ არაფერი სერიოზული არ მოსვლია მაგ თამაშში
tyeshelaant giji
17:12 31-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული