როგორ ხვდებიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოლდოვასთან მატჩს

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი 12 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში მოლ­დო­ვას უმას­პინ­ძ­ლებს. მო­დით, თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხ­მ­დეთ: დღეს ჩვე­ნი გუნ­დის­თ­ვის არ არ­სე­ბობს იოლი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე და თუნ­დაც ჯგუ­ფის აუტ­სა­ი­დერ­თან მატ­ჩ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ძა­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი წე­რი­ლის მი­ზა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბაა. დავ­წერთ რო­გორც ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად, ისე გა­ფარ­თო­ე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე.

ეს წე­რი­ლი კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ფიქ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ პრობ­ლე­მა­ზე - ჩვე­ნი ქვეყ­ნის უპირ­ვე­ლე­სი გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იმ­დენს არ თა­მა­შო­ბენ ევ­რო­პულ კლუ­ბებ­ში, რამ­დე­ნიც სა­სურ­ვე­ლია და არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არ გვა­ღელ­ვებ­დეს...

მე­კა­რე­ე­ბი
გი­ორ­გი ლო­რია
- სტა­ბი­ლუ­რად თა­მა­შობს "კრი­ლია სო­ვე­ტოვ­ში".
ეგაა, სა­მა­რუ­ლი კლუ­ბის საქ­მე­ე­ბი მა­ინ­ც­და­მა­ინც კარ­გად არ მი­დის. ცო­ტა ხნის წინ "კრი­ლი­ას" ბელ­გი­ე­ლი დამ­რი­გე­ბე­ლი ფრენკ ვერ­კო­ტე­რე­ნი და­შორ­და. ამ გუნ­დის ერ­თა­დერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც პრე­ტენ­ზია არა­ვის აქვს, ლო­რიაა. ცო­ტა ხნის წინ მსუ­ბუ­ქი ტრავ­მა ჰქონ­და, თუმ­ცა ამ დრო­ის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. თუ სას­წა­უ­ლი არ მოხ­და, მოლ­დო­ვას­თან მატჩს სწო­რედ ლო­რია და­იწყებს.

ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლი
- სტა­ბი­ლუ­რად თა­მა­შობს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში". მთლად ოპ­ტი­მა­ლურ ფორ­მა­ში ვერ არის, რად­გან ბო­ლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­უც­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე­კა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ას აუცი­ლებ­ლად შექ­მ­ნის.

რო­ინ კვას­ხ­ვა­ძე
- "ტორ­პე­დოს" ერთ-ერ­თი ლი­დე­რი. კი­დევ ერ­თი კარ­გი მე­კა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ წამს შე­უძ­ლია კო­ლე­გის შეც­ვ­ლა.

მცვე­ლე­ბი
უჩა ლობ­ჟა­ნი­ძე
- სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის. მარ­ჯ­ვე­ნა მცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში უკ­ვე შე­იმ­ჩ­ნე­ვა კონ­კუ­რენ­ცია და ეს ლობ­ჟა­ნი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა.

ოთარ კა­კა­ბა­ძე
- სე­გუნ­და დი­ვი­ზი­ო­ნის "ჟიმ­ნას­ტი­კის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სულ უფ­რო მყა­რად იკი­დებს ფეხს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ბო­ლო მატ­ჩებ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი.

სა­ბა კვირ­კ­ვე­ლია
- "რუ­ბინ­ში" კვლავ არ ენ­დო­ბი­ან, ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის­თ­ვის კი მა­ინც შე­უც­ვ­ლელ ფეხ­ბურ­თე­ლად მო­ჩანს. კვირ­კ­ვე­ლი­ამ ერ­თხე­ლაც უნ­და მო­ახ­დი­ნოს პა­ტა­რა სას­წა­უ­ლი და ეროვ­ნულ გუნ­დ­ში კარ­გი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­როს კლუბ­ში უნ­დობ­ლო­ბის ფონ­ზე.

გუ­რამ კა­შია
- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რის­გან მუ­დამ და­მა­ჯე­რე­ბელ თა­მაშს და დაც­ვის ლი­დე­რო­ბას ვე­ლით. "ვი­ტე­სის" ერთ-ერ­თი ლი­დე­რია და სის­ტე­მა­ტუ­რად თა­მა­შობს.

და­ვით ხო­ჭო­ლა­ვა
- ოდე­სის "ჩერ­ნო­მო­რე­ცის" დაც­ვის ლი­დე­რი შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია. ხო­ჭო­ლა­ვა უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი წრის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­შიც მოხ­ვ­და. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ მი­სი გა­და­ბი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე სო­ლი­დურ კლუბს სურს.

გი­ორ­გი ნა­ვა­ლოვ­ს­კი
- მარ­ცხე­ნა მცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თით­ქ­მის არ ჰყავს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ალ­ბათ, უკე­თეს კლუბს ვი­სურ­ვებ­დით მის­თ­ვის. "ვე­რი­ა­ში" და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს და ამას­ წი­ნათ, სა­გო­ლე გა­და­ცე­მაც მი­ით­ვა­ლა "პა­ნა­თი­ნა­ი­კოს­თან" მატ­ჩ­ში.

ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბი
ჯა­ბა კან­კა­ვა
- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა "რე­იმ­ს­ში" თა­მა­ში და­იწყო და ეროვ­ნულ გუნ­დ­საც და­უბ­რუნ­და. ის ქვეყ­ნის უმ­თავ­რე­სი გუნ­დის ერთ-ერ­თი ლი­დე­რია და ნაკ­რებ­ში მი­სი ყოფ­ნა თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან კარ­გია. უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ოპ­ტი­მა­ლურ ფორ­მას­თან ახ­ლო­საა, რა­კი "რე­იმ­სის" ბო­ლო ორ მატ­ჩ­ში ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვად იტყო­და უარს, რო­გორც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ამ­ბობ­და - სა­სურ­ველ კონ­დი­ცი­ებ­ში არ ვარ და ნაკ­რებ­ში ვერ ჩა­მო­ვა­ლო.

ვა­კო გვი­ლია
- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ახალ­წ­ვე­უ­ლი და "აღ­მო­ჩე­ნა". ბა­ტე-მ გა­ი­ნაღ­და ბე­ლა­რუ­სის ჩემ­პი­ო­ნო­ბა, თუმ­ცა გვჯე­რა - გვი­ლია კვლა­ვაც სრულ მზად­ყოფ­ნა­ში შეხ­ვ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მატჩს.

ბუბა და­უშ­ვი­ლი
- უნ­გ­რულ "დი­ოშ­დი­ორ­ში" სის­ტე­მა­ტუ­რად მო­ე­დან­ზეა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ბო­ლო ორ მატ­ჩ­შიც კარ­გად ითა­მა­შა. ვა­ი­სის გუნ­დის შუა ხაზ­ში დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა და ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი და­უშ­ვი­ლი­ცაა.

თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი
- ჯე­რაც ვერ იქ­ცა "კრას­ნო­და­რის" ერთ-ერთ ლი­დე­რად, თუმ­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის შე­უც­ვ­ლე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მის­გან მო­რიგ შთამ­ბეჭ­დავ მატჩს ვე­ლით.

ჯა­ბა ჯი­ღა­უ­რი
- თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ერთ-ერ­თი ლი­დე­რი, შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია. დი­დე­ბუ­ლად ითა­მა­შა ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს­თა­ნაც". ერთ რა­მედ ღირ­და მი­სი "მაკ­რა­ტე­ლა" თბი­ლი­სურ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში. აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა პრე­ტენ­ზია ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოხ­ვედ­რა­ზე.

გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია
- თან­და­თან იმ­კ­ვიდ­რებს ად­გილს "ურა­ლის" სას­ტარ­ტო თერ­თ­მე­ტე­ულ­ში. შე­აგ­დო გო­ლი, გა­მო­ი­მუ­შა­ვა 11-მეტ­რი­ა­ნი... იმე­დია, ბო­ლოს და ბო­ლოს, ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­საც მო­უ­ტანს დიდ სარ­გებ­ლო­ბას, რი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლიც ნამ­დ­ვი­ლად აქვს. ამის ნა­თე­ლი დას­ტუ­რია ისიც, რომ ვლა­დი­მირ ვა­ის­მა, ორ­მატ­ჩი­ა­ნი პა­უ­ზის (რაც ავ­ს­ტ­რი­ას­თან თა­მა­შის შემ­დეგ მომ­ხ­დარს უკავ­შირ­დე­ბა) შემ­დეგ, მა­ინც უხ­მო ნაკ­რებ­ში. ტრავ­მა, რო­მე­ლიც "ტე­რეკ­თან" მატ­ჩ­ში მი­ი­ღო, სა­ში­ში არ არის.

ჯა­ნო ანა­ნი­ძე
- ცო­ტა ხნის წინ ახა­ლი კონ­ტ­რაქ­ტი გა­ა­ფორ­მა "სპარ­ტაკ­თან" და შე­უძ­ლია, სრუ­ლად მო­ახ­დი­ნოს კონ­ცენ­ტ­რა­ცია სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩ­ზე. ჯა­ნოს წამ­ში შე­უძ­ლია მატ­ჩის ბე­დის გა­დაწყ­ვე­ტა. ის ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კა­ცია და აქ სხვა სიტყ­ვე­ბი სა­ჭი­რო აღარ არის (ბოლო ინფორმაციით, ჯანოს ტრავმა აქვს).

ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი
- ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვა­ი­სი გათ­ვ­ლას, ალ­ბათ, უფ­რო მო­მა­ვალ­ზე აკე­თებს. მო­ვა დრო და "დი­ნა­მოს" ერთ-ერ­თი ლი­დე­რი აუცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ქვეყ­ნის უპირ­ვე­ლე­სი გუნ­დის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მო­თა­მა­შე.

სან­დ­რო კო­ბა­ხი­ძე
- უნი­ვერ­სა­ლი, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ წამს შე­უძ­ლია თა­მაშ­ში ჩარ­თ­ვა და გუნ­დის­თ­ვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა. უკ­რა­ი­ნულ "ვორ­ს­კ­ლა­ში" ძი­რი­თა­დის ფეხ­ბურ­თე­ლია. სა­ჭი­რო­ზე სა­ჭი­რო მო­თა­მა­შეა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვი­საც.

ვა­კო ყა­ზა­იშ­ვი­ლი
- "ლე­გი­ა­ში" სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა არ აქვს. კლუბ­ში ყა­ზა­იშ­ვი­ლის მო­მა­ვა­ლი კი­დევ უფ­რო ბუნ­დო­ვა­ნი გახ­და მას შემ­დეგ, რაც პო­ლო­ნუ­რი გრან­დი უმა­ყუ­რებ­ლო "ვო­ის­კა პოლ­ს­კა­ზე" მის გა­რე­შე და­უ­ზავ­და (3:3) თვით მად­რი­დის "რე­ალს". არა­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში ის ამ ეტაპ­ზე უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა.

თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი
ლე­ვან მჭედ­ლი­ძე
- სულ თა­მა­შობს "ემ­პო­ლი­ში", ოღონდ, მეტ­წი­ლად - შეც­ვ­ლა­ზე. რაც მთა­ვა­რია, ტრავ­მა არ აქვს და თუ მოლ­დო­ვას­თან მატ­ჩამ­დე არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, სწო­რედ მან უნ­და და­იწყოს ეს შეხ­ვედ­რა სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

და­ვით სხირ­ტ­ლა­ძე
- დი­დე­ბულ ფორ­მა­შია და გო­ლი გოლ­ზე გა­აქვს. ალ­ბათ, ღირს მის­თ­ვის სა­ნაკ­რე­ბო შან­სის მი­ცე­მა, უფ­რო მე­ტი­საც, ვიდ­რე ავ­ს­ტ­რი­ას­თან იყო. ფაქ­ტია, ამ ბო­ლო დროს და­ნი­უ­რი "სილ­კე­ბორ­გის" გა­მოკ­ვე­თილ ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

გი­ორ­გი ქვი­ლი­თაია
- "რა­პიდ­ში" პირ­ვე­ლი გო­ლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ჯერ მა­ინც არ აქვს იმ­ხე­ლა სა­თა­მა­შო დრო, რამ­დენ­საც ვი­სურ­ვებ­დით. ცხა­დია, ისიც ელის სა­ნაკ­რე­ბო შანსს. ქვი­ლი­თაია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მო­მა­ვა­ლია.

ლა­დო დვა­ლიშ­ვი­ლი
- "დი­ნა­მო­ში" უწყ­ვე­ტი სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა აქვს. ეგაა, ვა­ი­სი მას გა­მოკ­ვე­თილ ფორ­ვარ­დად არ იყე­ნებს და, ალ­ბათ, მარ­თა­ლი­ცაა. დვა­ლიშ­ვი­ლი თავს არ ზო­გავს, ოღონდ, მის გარ­ჯას აკ­ლია მთა­ვა­რი - გო­ლი.

გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა
მე­კა­რე
გი­ორ­გი მა­კა­რი­ძე - "მო­რე­ი­რენ­შეს" ძი­რი­თა­დი მე­კა­რეა. კი­დევ ერ­თი წო­ნა­დი კან­დი­და­ტი ნაკ­რე­ბის­თ­ვის - გა­ნა, ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი თა­მა­შობს პორ­ტუ­გა­ლი­ის უძ­ლი­ე­რეს ლი­გა­ში?

მცვე­ლე­ბი
ლა­შა დვა­ლი
- "შლი­ონ­ს­კ­ში" სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა არ აკ­ლია. ახალ­გაზ­რ­და, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი მცვე­ლი, რო­მე­ლიც მა­ლე უნ­და დამ­კ­ვიდ­რ­დეს ეროვ­ნულ გუნ­დ­ში.

გი­ორ­გი რეხ­ვი­აშ­ვი­ლი
- "ჩი­ხუ­რას" კარ­გი სე­ზო­ნი აქვს და გა­საკ­ვი­რი არ არის, ვა­ი­სის თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში საჩხე­რუ­ლი კლუ­ბის ერთ-ერ­თი ლი­დე­რიც რომ მო­ექ­ცა.

თორ­ნი­კე გრი­გა­ლაშ­ვი­ლი
- კი­დევ ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი "ჩი­ხუ­რა­დან", რო­მელ­საც ძა­ლი­ან კარ­გი სე­ზო­ნი აქვს. ყო­ველ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ქვეყ­ნის მთა­ვარ გუნ­დ­ში რომ ხვდე­ბი­ან.

ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბი
ნი­კა კვეკ­ვეს­კი­რი
- რომ არა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ტრავ­მა და მი­სი თან­მ­დე­ვი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი, დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი ვართ, კვეკ­ვეს­კი­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის "ძი­რი­თად" შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც მოხ­ვ­დე­ბო­და. ტრავ­მამ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­აც­დე­ნი­ნა, მათ შო­რის - სა­ნაკ­რე­ბო და "გა­ბა­ლას" ევ­რო­მატ­ჩე­ბი.

ლა­შა პა­რუ­ნაშ­ვი­ლი
- თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ნა­ხე­ვარ­დაც­ვის კი­დევ ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ტუ­რად თა­მა­შობს დე­და­ქა­ლა­ქურ კლუბ­ში.

ჯა­ბა ლი­პარ­ტია
- "ზო­რი­ას" ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლის თა­ო­ბა­ზე ვა­ის­მა ცო­ტა ხნის წინ არა­ფე­რი იცო­და, ახ­ლა კი გა­ფარ­თო­ე­ბულ სი­ა­ში ჰყავს და ესეც პროგ­რე­სია. "ზო­რი­ა­ში" ხან ძი­რი­თად­შია, ხან - შეც­ვ­ლა­ზე შე­დის. ყო­ჩა­ღი უკ­რა­ი­ნუ­ლი კლუ­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ნაკ­რე­ბო შანსს ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს.

თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი
ნი­კა კა­ჭა­რა­ვა
- მომ­კა­ლით და, ვერ ვიხ­სე­ნებ ქარ­თ­ვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ "პო­კერს". ეს კა­ჭა­რა­ვამ შეძ­ლო კვიპ­რო­სის არ­ც­თუ ხელ­წა­მო­საკ­რავ ჩემ­პი­ო­ნატ­ში. ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია: ამ ეტაპ­ზე ის ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად­ში ყოფ­ნა­საც იმ­სა­ხუ­რებ­და. ახ­ნას "ეთ­ნი­კო­სის" ერთ-ერ­თი ლი­დე­რია.

ოთარ მარ­ც­ვა­ლა­ძე
- სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი ნი­ჭი ბო­ლომ­დე ვე­რა და ვერ გა­მოვ­ლინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ გუნ­დ­ში. არა­და, მარ­ც­ვა­ლა­ძეს შე­უძ­ლია, ამ ნაკ­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ფეხ­ბურ­თე­ლი იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
კარგი იქნებოდა მჭედლიძეს და ყაზაიშვილს სატამაშო პრაქტიკა რომ ქონდეთ.საერთოდ ნაკრებში ფეხბურთელი მომზადებული უნდა მოდიოდეს.
bebeto
16:04 06-11-2016
0
ის მარცხენა მცველი ცისკარიძე თუ არ ვცდები, რატომ არაა მოწვეული?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული