საქართველო - მოლდოვა: ბილეთების გაყიდვა ფილარმონიის სალაროებშიც დაიწყო

AutoSharing Option
საქართველო - მოლდოვას მატჩის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს დღეიდან უკვე თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებშიც შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია "დინამო არენის" სალაროებშიც მიმდინარეობს.

ბილეთების ფასი 5, 10, 15, და 25 ლარია. "დინამო არენის" სალაროები ყოველდღე, 11:00-19:00 საათებში მუშაობს. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ასევე ონლაინ-რეჟიმში, ბმულზე: www.tkt.ge/geovsmol.

12 ნოემბერს, 21:00 სთ-ზე, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად მიაგნო სფფ-ადგილს,იუმორინას ბილეთებთან ერთად გაყიდიან
იუმორინა 2016
01:03 08-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული