გიორგი ქინქლაძე: იმ წამსვე ვიკითხე, დაწვრილებით მითხარით, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ვარსკვლავმა გიორგი ქინქლაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში, სხვასთან ერთად, ვლადიმირ ვაისზე, ეროვნულ გუნდის ბოლო მატჩებსა და ნაკრების დებიუტანტ ვაკო გვილიაზე ისაუბრა.

ქინქლაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების შანსებზეც ილაპარაკა:

- ირლანდიასთანაც და უელსთანაც საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ჩემი აზრით, 4 ქულა უნდა აგვეღო ამ ორ თამაშში, მაგრამ რას ვიზამთ... ეს ფეხბურთია - ყოველთვის ვერ იღებ იმას, რასაც იმსახურებ.

- იმ ორ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ვაკო გვილიას. მისმა თამაშმა ქართული საფეხბურთო თემი ძალიან კმაყოფილი დატოვა.
თქვენ?

- სხვათა შორის, იმ წამსვე ვიკითხე, დაწვრილებით მითხარით, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი... ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. აშკარად კარგი საყრდენი ნახევარმცველია.

- ვლადიმირ ვაისის მუშაობას როგორ აფასებთ?
- რასაც ვუყურებ, საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს. ახლა მთავარია, პროგრესი გაგრძელდეს. ასე ორი-სამი თამაშით ძნელია მწვრთნელის შეფასება, დროა კიდევ საჭირო...

- როგორ უყურებთ საქართველოს ნაკრების პერსპექტივას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- ჩვენ ისე ვითამაშეთ ირლანდიასა და უელსთან, სრული საფუძველი გვაქვს, მათ წინააღმდეგ თბილისში ქულები დავგეგმოთ. მოლდოვას ორივე თამაში რომ უნდა მოვუგოთ, მგონი, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვნახოთ...

[ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ]
მკითხველის კომენტარები / 9 /
გვყავს ტალანტი ხალხნო და ეს არის გიო არაბიძე.მიხედეთ ამ ბიჭს.თუ გამოიძახებთ უნდა მისცეთ თამაშის შანსი.მჯერა რომ იგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
თემო
00:27 15-11-2016
0
კარგი რა, მართლა კარგი რა... კი, ნიჭიერი და გენიოსი გვყავდა, მაგრამ მათრახი დააკლდა კარგი გაგებით.. სამწუხაროდ, გიო პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდა.. ბრიტანელ ტურისტებს შევხვედრივარ ევროპაში, ყველას კინკლადზე აკერია პირზე.. მაგრამ მას აკლდა რონალდოს ჟინი, ტრენაჟორების დარბაზიდან დარაჯები რომ ვერ აგდებენ.. აკლდა კრუიფის ჟინი, წვრთნის შემდეგ მარტო რომ რჩებოდა მოედანზე და საკუთარ მანერებს რომ ხვეწავდა.. აკლდა თბილისის წარსული დინამოელების ჯაფა, თუმცა ნიჭით არავისზე ნაკლები არ იყო..
giorgi
17:33 13-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული