"მოლოდინი ამ მატჩისგან ყველას ერთი გვაქვს - მოგება და ის გვესაჭიროება კიდეც. ირლანდიასთან და უელსთან ჩატარებული შეხვედრების შემდეგ გულშემატკივარს იმედი გაუჩნდა, ჩვენც კარგი განწყობა შევიქმენით და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება - ამის უფლება არ გვაქვს! რთული მატჩი გველის, მაგრამ დადებითი შედეგისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.
თუ მოლდოვა დაცვით სტილს აირჩევს, თამაში უფრო გაგვიჭირდება, მაგრამ, როგორც ვთქვი, 3 ქულას ვგეგმავთ და თამაშის
ჩემთვის მომავალ 3 მატჩში 9 ქულის აღება რეალურია. ვერ გეტყვით, 3 თამაშის მერე უელსის, ირლანდიის, სერბეთის ნაკრებები სად იქნებიან. ეს ისეთი ჯგუფია, წინასწარ ვერ დაგეგმავ ქულებს. უელსი იყო ჩვენთან ფავორიტი, მაგრამ ვერ მოგვიგო - ამ ჯგუფში ბევრი ასეთი მატჩი იქნება. დღეს მე ვერ გეტყვით, რომელ ადგილზე დავამთავრებთ ჯგუფურ ეტაპს, მაგრამ დღეს მე კი არა, ვერც უელსი, სერბეთი და ირლანდია გეტყვიან, რომელ ადგილზე დაასრულებენ ჯგუფს.
დაგვიბრუნდა კაპიტანი, ჯაბა კანკავა. მისი დაბრუნება ძალიან კარგია, რადგან ის ნებისმიერი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და პირველი 3 ქულის მოსაპოვებლად ვემზადებით", - განაცხადა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.