ჯაბა ლიპარტია: მსურს, დავამტკიცო, რომ ნაკრებში ტყუილად არავის გამოვუძახებივარ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ლიპარტიამ დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში", ჟურნალისტებთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევში მოლდოვის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ყველა ფეხბურთელისთვის ქვეყნის სახელით თამაში უდიდესი პატივია და ამ მხრივ, გამონაკლისი არც მე ვარ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვხვდები მოლდოვასთან მატჩს და მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო ნაკრების წარმატებაში.

ჩემთვის ეს თამაში დიდი მოტივაციაა. მსურს, დავამტკიცო, რომ ნაკრებში ტყუილად არავის გამოვუძახებივარ, ამიტომაც თავის კარგად წარმოჩენას ვეცდები.

გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში დღეს ჩავატარე. ჩანს, რომ მთავარ მწვრთნელს ბურთის კონტროლი და
პირველ ნომრად თამაში სურს. ჩემი აზრით, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ნაკრებში ჰყავს, მას ეს შეუძლია კიდეც", - განაცხადა ლიპარტიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული