საბა კვირკველია: ამ ნაბიჯს ერთი წამითაც არ ვნანობ...

AutoSharing Option
საბა კვირკველია ახალი წლიდან კლუბის შეცვლას აპირებს. იყო დრო, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ყაზანის "რუბინში" შეუცვლელ მოთამაშედ ითვლებოდა. 2013 წლიდან, ზედიზედ ორ სეზონში, თითოეულში 29 მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში. მაგრამ მიმდინარე სეზონში ყაზანელებმა 13 ტური ჩაატარეს და გუნდის ესპანელმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ კი კვირკველია ერთი წუთიც არ ათამაშა.

რა ხდება მის თავს? "ლელოსთან ინტერვიუში 24 წლის მცველი ამბობს, რომ ამგვარ სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებს...

- ბოლო დროს, თქვენთან ინტერვიუ არასასიამოვნო საკლუბო ამბებით იწყება და მთავრდება. რას ფიქრობთ, შეიცვლება ვითარება?
-
იმედი მაქვს, შეიცვლება. ზამთარში, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ვეცდები, კარგ გუნდში გადავიდე...

- და მაინც, რა ხდება თქვენს თავს?
- თამაში მართლაც ძალიან მომენატრა. სამწუხაროდ, ეს ხდება გუნდში, რომლისგანაც ამას ნამდვილად არ ველოდი. მაგრამ ახლა ნაკრებში ვარ და ამაზე ფიქრი არც მინდა. მთელი სულითა და გულით 12 ნოემბრის თამაშზე ვარ გადართული, რადგან ჩემთვის პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრებია და შემდეგ - საკლუბო ამბები.

- რუსეთის მოქალაქეობა რომ მიგეღოთ, ასეთი პრობლემები არ შეგექმნებოდათ, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება დასაფასებელია...
- ალბათ, არ შემექმნებოდა პრობლემები, მაგრამ მე ქართველი ვარ და მხოლოდ ჩემი ქვეყნის ნაკრებში უნდა ვითამაშო. ერთი წამითაც არ ვნანობ იმ გადაწყვეტილებას, რაც რამდენიმე წლის წინ მივიღე და საქართველოს ნაკრები ვარჩიე. ჩემს ადგილზე ასე ბევრი მოქცეულა. ანანიძე ასე არ იყო, ან გვილია და გრიგალავა?

- კონკრეტული მიწვევები თუ გაქვთ?
- რუსეთის რამდენიმე კლუბი მიწვევს, არის ევროპული ვარიანტებიც და მათ შორის ისეთებს განვიხილავ, რაც კარიერაში წამადგება. "რუბინიდან" თუ წავალ, კარგ გუნდში უნდა წავიდე.

- ევროპულ კლუბს გულისხმობთ?
- ევროპაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.

- ძლიერი ევროპული კლუბის ვარიანტი თუ გაქვთ?
- ამ საკითხზე ჩემი მენეჯერები მუშაობენ და ვნახოთ, მათი მცდელობებიდან რა გამოვა. ბოლოს მაინც მე გადავწყვეტ, კარიერისთვის რომელი კლუბი უფრო მისაღები იქნება. მაგრამ ვიმეორებ - ახლა ტრანსფერზე ფიქრი არ მინდა. ჩემთვის მთავარია, საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან სასურველ შედეგს მიაღწიოს - ჯგუფში პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ.

- კლუბში ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, ალბათ, ნაკრებში ჩამოსვლა უფრო მეტადაც გიხარიათ...
- რა თქმა უნდა! ჯერ მარტო იმის განცდა, რომ შენ უკან დგას ქვეყანა და ხალხი, ძალიან ბევრს ნიშნავს. გულშემატკივარი მოგებასა და კარგ ფეხბურთს არის მონატრებული. ავსტრიასთან, ირლანდიასა და უელსთან დავამტკიცეთ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი ფეხბურთის თამაშიც შეგვიძლია. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს შემთხვევითი არ იყო.

- მოლდოვასთან მატჩზე რას იტყვით?
- მოლდოვა იოლი მეტოქე ნამდვილად არ იქნება, რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს, მთელი მონდომებით ითამაშებს. მთავარია, ჩვენც ისეთივე ჟინით ვითამაშოთ, როგორც ეს ირლანდიასა და უელსთან მოვახერხეთ. მთავარია, ხალხი ახლა უფრო მეტი იმედით გვიყურებს.

ჩამოვედი და მეგობრებისგან, უცხო ხალხისგან და გულშემატკივრებისგან მესმის, ოქტომბრის მატჩების შემდეგ განწყობა როგორ შეიცვალა. ადრე ამბობდნენ - ვინც უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებს ყველა მოუგებსო. ახლა კი, წინა მატჩებში ნაჩვენები ფეხბურთის შემდეგ, არც გვაქვს უფლება, მოგების გარდა სხვა შედეგზე ვიფიქროთ. მთავარია, მატჩამდე დარჩენილი დღეები კარგად გამოვიყენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
საშა ჩივაძემ, უმაღლეს დონეზე, მცველად ითამაშა მთელი კარიერის მანძილზე და მის მცველობას დღემდე ვერ ვიჯერებ! უმრავლესობამ არ იცის როგორი, დიდებული, შემტევი ნახევარმცველი იყო! ცხონებულმა ვოვა ელოშვილმა დააყენა პირველად დაცვაში და ახალკაცსაც მან ურჩია)
jiji
10 ნოემბერი 2016 21:58
0
კარგი ბიჭია საბა,კარგი იყო წლები რუბინში,მაგრამ ახლა კარგი იქნება თუ გეზს ევროპისაკენ აიღებს.
სოსო
10 ნოემბერი 2016 21:50
0
შენისთა იყოს ნეტა ყველა, მაგარი კაცი ხარ.
butxa-s
10 ნოემბერი 2016 21:27
0
მეგრელიც საჭიროა გუნდში კახელიც აფხაზიც და ოსიც,და აი მაშინ მივახწევთ შედეგს,ყველა ერთად რო ვიქნებით.არამგონია ნაკრების გულშემატკივარი ჩემნაირი კიდე სხვა თუა და მინდე იყოს კიდე ბევრი,მე რო ვუყურებ ნაკრების თამაშს ვტირივარ რო ვაგებთ სატირალია მაინც და რო ვიგებთ სიხარულით.არ მაქ საშუალება რო წამოვიდე ზუგდიდან თბილისში ესაა პრობლემა ჩემი,და ჩემნაირი რამდენი არის .
butxa
10 ნოემბერი 2016 19:25
0
აი მეგრელები რო გამოჰდნენ აეცყო ტამასჰი, მიდიტ ბიჰებო.ვაკო და ოქრი სჰეაგდებენ ტიტოს და ჯანო დაასრულებს ალბატ ყველაფერს.
ბაჯო
10 ნოემბერი 2016 16:46
0
საბა კაცი კაცური, შენი წინაპრების ღირსეული შთამომავალი, გენაცვალე იმ ქართულ სულში, აუხსენი ბიჭებს ნაკრებში, თუ ჯიგრიანად და ბოლომდე დაიხარჯებიან, მოლდავეთს კი არა და ბევრ ძლიერ ნაკრებებსაც დაამარცხებთ!
giorgi
10 ნოემბერი 2016 16:33
0
საქართველოს ბევრი უმაღლესი დონის მცველი ჰყავდა,მაგრამ ჩივაძის კარიერის დასრულების შემდეგ საბას დონის არ გვყოლია.ნებისმიერ ევროპულ გრანდში გაქაჩავს,თან მაღალ დონეზე.მას ეხლა სჭირდება გვერდში დგომა და დახმარება.
ლერი
10 ნოემბერი 2016 16:24
0
ჯიქიას წააკითხეთ ეს ინტერვიუ და მიხვდება ვინაა კაცი და ვინ მოღალატე.
tyeshelaant giji
10 ნოემბერი 2016 16:14
0
" ავსტრიასთან, ირლანდიასა და უელსთან დავამტკიცეთ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი ფეხბურთის თამაშიც შეგვიძლია." - რას ეძახით კარგ ფეხბურთს-ჯერ ერთი თამაშიც არ მოგვიგია და ერთი კინკილა ქულა გვაქ მხოლოდ!!!
ფრიდონი
10 ნოემბერი 2016 14:18
0
MIRIANI-ს ოხ მეგრელებო :D საბა კაცი ხარ კაცი! ხალხმა შეიძლება არა მაგრამ ამ კაცური საქციელით ის "ერთი" დაგიფასებს!
svani
10 ნოემბერი 2016 14:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული