ალექსანდრ გაცკანი: ქართველებს არ უყვართ, როცა ხისტად ეთამაშებიან, ამიტომ ეს გამოგვადგება

AutoSharing Option
მოლდოვის ნაკრების ნახევარმცველმა ალექსანდრ გაცკანმა საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებების მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.

- ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებთან მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან ქართველებს კარგი გუნდი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ.

- იცნობთ თუ არა საქართველოს ნაკრებში მოთამაშე რომელიმე ფეხბურთელს?
- "როსტოვში" ჯანო ანანიძესთან და ნიკა კაჭარავასთან ერთად ვთამაშობდი. საერთო ჯამში, მათ ნაკრებში კარგი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ერთი-ერთზე თამაში კარგად შეუძლიათ. ძალიან ყურადღებით და კომპაქტურად უნდა
ვითამაშოთ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და თუ მოედანზე ერთიანი გუნდი ვიქნებით, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

- არის თუ არა საქართველო ჩვენთვის თანაბარი მეტოქე, რომ ქულებისთვის ვიბრძოლოთ?
- ყველა მატჩში გვინდოდა ქულების აღება. იმისთვის არ გავდიოდით, რომ წაგვეგო. სადღაც უყურადღებობა გამოვიჩინეთ, სადღაც ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა, მაგრამ ახლა დროა, ქულები დავაგროვოთ.

- რის ხარჯზე შეუძლია ჩვენს გუნდს საქართველოს ნაკრების დამარცხება?
- ერთიანი გუნდი უნდა ვიყოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და ასევე, ვიყოთ აგრესიულები და დუელების დროს ხისტები. ვფიქრობ, ქართველებს არ უყვართ, როცა ხისტად ეთამაშებიან, ამიტომ ეს გამოგვადგება.

მომზადებულია moldfootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული