ჯანო ანანიძე გამოირიცხა - საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დღეს "დინამო არენაზე" ივარჯიშა. ვლადიმირ ვაისმა საწვრთნელი პროცესი სწორედ იმ მოთამაშეებთან ერთად ჩაატარა, რომლებიც მოლდოვასთან შეხვედრის განაცხადში იქნებიან.

ჯანო ანანიძე, რომელიც თბილისში საკუთარი კლუბიდან ტრავმირებული ჩამოვიდა, ეროვნული ნაკრების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და შაბათს დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 11 ნოემბერს, 16.30 წუთზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზე გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე კი, 16 საათზე სასტუმრო "ჰუალინგში" ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩი "დინამო
არენაზე" 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა უნდათ ამ დვალიშვილისაგან, ვერ გავიგე რა!!! საქართველოს ნაკრებშია მიწვეული, ბრაზილიის ნაკრებში კი არა!!!! არ წაიღეს ტ-ნი!! მიდი ლადო, დაუმტკიცე ამათ....
მურიკო
11 ნოემბერი 2016 15:38
0

მორიგი გარიგებული მატჩები და განუკითხაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში
დაგუგლე ზმაო და იპოვი ამ სტატიასაც,GFF-ეს კიდია ეგ ყველაფერი
gio
11 ნოემბერი 2016 15:38
0
irakli apkhaidze
რა მოხდა ჩემო ძმაო და გარიგდა ერთმანეთში გუნდები,85 წუთზე 2/0იგებდა მარტვილის სალხინო და საბოლოოდ წააგო 2/3 ქედის ბეთლემთან,18 და 19 წლის ბავშვებს რო უკვე ამას ასწავლი,რომელი ნაკრები და რომელი ჩვენი გუნდი მოხვდება სადმე სერიოზულ ტურნირზე,ვერავინ დამაჯერებს რო ჩესნად მოიგეს თორე ჩემი თავი ენაცვალოს,რაზე ვსაუბრობთ საერთოდ,ესე ვიქნებით ჩვენ ყოველთვის
gio
11 ნოემბერი 2016 15:24
0
მარტვილში რა მოხდა GIO?
ძალიან მინდა ხოჭოლავა და ლიპარტია ვნახო რამდენიმე წუთით მაინც... და კაი ერთი ამხანაგურიც რომ დაეგეგმა ფედერაციას ამ ფანჯრის დროს, შეიძლებოდა იქ უახლოესი რეზერვის ნახვა...
irakli apkhaidze
11 ნოემბერი 2016 13:14
0
ვინმემ თუ იცის ვაწაძე და მარცვალაზე ტრავმირებული არიან? ისთე ჩვენი თავდასხმელები არაპროგნოზირებადი არიან, შეიძლება გაგვახარონ!
გოგი ქუთაისელი
11 ნოემბერი 2016 12:53
0
იქნებ ამ კომენტარების დამწერებმა ნახოთ ვანოს შოუ კახი კავსაძესთან
პროფესორებს
11 ნოემბერი 2016 12:23
0
ვინმე აქცევს ყურადგებას 2 ლიგის თამაშებს?გუშინ რა მოხდა მარტვილში რატო ამაზე არაფერს წერთ?
gio
11 ნოემბერი 2016 11:59
0
დვალიშვილი ძლიაერი ბურთის ფლობაში და მის დამუშავებაში ამიტომაც სჭირდება ვაისს,და თუ დადგა ამის საჭიროება მაშინ გამოიყენებს.ჩვენზე კარგი ხედვა მწვრთნელს აქვს და არაა საჭირო კრიტიკაა...
raici raxdeba
11 ნოემბერი 2016 11:13
0
ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი, გვილია, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, დაუშვილი, სირტლაძე; (შეცვლაზე: ჭანტურია, მჭედლიძე,ლიპარტია)
დათი
11 ნოემბერი 2016 10:42
0
ლადო დღეს ნაკრებში ყველაზე გამოცდილია, კაპიტნის მერე. კრიტიკა ისწავლეთ რა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და პატივი ეცით ნაკრებს. კონკრეტულად რითი ჯობია სხვა დვალიშვილს ის თქვით, ანალიზის უნარი რო არ გაქვთ და ქვემბს ესვრით უაზროდ!
Vaso
11 ნოემბერი 2016 10:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული