საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
კი მაგრამ ამ დვალიშვილს ნაყიდი აქვს ადგილი ნაკრებში?მოაცილეთ ეს კაცი ნაკრებს.
koba giorchelidze
13 ნოემბერი 2016 18:50
0
ერთადერთი ფეხბურთელი გუშინდელ თამაშში ვინც თავის საქმეს უნაკლოდ აკეთებდა ეს იყო კვირკველია. არ ვიცი მეორე ტაიმში რა დარიგება მიიღო ნაკრებმა მაგრამ აშკარად ფრეზე იყო თამაში
გიორგი
13 ნოემბერი 2016 18:41
0
ყველაზე კარგი რაც ამ თამაშში მოხდა იყო ის როცა კანკავა გამოვიდა და კაშიამ მაშინვე რო სამკლაური დაუბრუნა.ბრავო კაშია ნამდვილი პროფესიონალი ხარ
კახა ქირია
13 ნოემბერი 2016 17:30
0
ვაისი სახლში..მარტოკაშია, კვირკველია, გვილია, ანანიძე, კაკაბაძე,ყაზაიშვილი,ხოჭოლავა,ნაკრებში...ჭანტურიები, დვალიშვილები, გელაშვილები, დაუშვილები მჭედლიძეებიდა ძმანნი მისნი სამუდამოდ მოიკვეთონ ნაკრებიდან..ეს ციკლი ჩაგდებულია..დარჩენილი თამაშები გამოყენებული იქნას მომავალი შესარჩევისთვის..შეიქმნას ახალი გუნდი გოგია, არაბიძე,ცისკარიძე,ახალგაზრდულის ბიჭები..სხვა გზა არ არსებობს..
მალხაზ ტვილდიანი
13 ნოემბერი 2016 15:02
0
ქართული ფეხბურთი მძიმედაა ავად!
დამწუხრებული
13 ნოემბერი 2016 13:53
0
ამდენი ხალხი მივიდა საქომაგოდ და იმედი გაუცრუეს..რატომ უწირტ მოგება საინტერესოა
n.o.e
13 ნოემბერი 2016 13:39
0
არაფერი არ ეშველება ჩვენს ნაკრებს არააა
dat
13 ნოემბერი 2016 13:28
0
გააკეთეთ ქუთაისში ფეხბურთის აკადემია და ეშველება ქართულ ფეხბურთს! მაგრამ უფასო, უფასო!!!!!
მართალი
13 ნოემბერი 2016 13:25
0
გუნდი აირია ისევ. რატომ მოხდა ასე უნდა ნახო და გაანალიზო თუ კარგი მწვრთნელი ხარ.
vato
13 ნოემბერი 2016 13:12
0
არცერთი თეთრი ბიუჯეტიდან ფეხბურთს! გამონაკლისი მხოლოდ ბავშვებია.
ტოტალიზატორის სპორტი
13 ნოემბერი 2016 13:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული