საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
აშკარა პროგრესია და ჩანს კობიაშვილის დამსახურება! პარლამენტარობა ცოტაა მისთვის, ქვეყნის პრეზიდენტობაზე ხომ არ წაგვეყენებინა მისი კანდიდატურა იქნებ ქვეყანაც ათამაშდეს....
ჭოლა
13 ნოემბერი 2016 12:44
0
ზუსტად მოედნის ცენტრში დანიშნული ორი ჯარიმიდან ორივე თავის მეკარეს მიაწოდეს.
ახალი სიტყვა ტაქტიკაში.
თაზო
13 ნოემბერი 2016 12:20
0
ვაისის არასწორი ტაქტიკური ცვლილებების ბრალია,,,
ბიჭებმაც ვერ ითამაშეს ისე როგორც გრანდებთან იგიჟებენ ხოლმე თავებს....
უნდა დადგეს 15 კაციანიი სასტავი და ათამაშოს სულ.დანარჩენები გაუშვან
e 60
13 ნოემბერი 2016 12:01
0
არც იყო გასაკვირი და არაფერსაც არ ნიშნავს ეს ფრე, იმიტომ რომ ნაკრები ჩამოყალიბების პროცესშია!
ilo
13 ნოემბერი 2016 10:33
0
საძღვაო ფლოტი გააუქმდა ,ავიაცია გაუქმდა, იმის მიზეზით რო დიდი ხარჯიაო გაუქდეს ფეხბურთი ტყუილი ხარჯია ეს ფული მეცხოველეობას მოხმარდეს ცოტა ხეირი მაინც იქნება, ყველა ფეხბურტელი ჩობნებათ ცხვრში და ძროხაში!
mixo
13 ნოემბერი 2016 09:37
0
თანამედროვე ფეხბურთი არის ერთი შეხებით თამაში,ხოლო ფეხბურთელები უნდა მოქმედებდნენ და აზროვნებდნენ გუნდურად.ასეთი ფეხბურთელები ძირითადად ნაკრებს მიღმა არიან.მოთამაშე უნდა გრძნობდეს რა დროს წავიდეს ინდივიდუალურად გამწვავებაზე და არა ყოველ ბურთის მიღებაზე ცდილობდეს მოატყუოს ერთი ან ორი კაცი წაიწიოს 10-15მეტრი და დაკარგოსბურთი.პასი ოხერია, ბურთი უფრო ჩქარა მივა პარტნიორთან.და კიდევ დაუძახეთ ნაკრებში შიდა ჩემპიონატში მოთამაშეებს ვისაც ეკუთვნის.მაგალითი სომხეთი მონტენეგრო!
gela
13 ნოემბერი 2016 08:51
0
am fexburtelebis imedi romel gulshematkivars unda hkondes da kidev naxet u17 u19 u21 fexburtelebi rogor chamorchebian ganvitarebas, mokled zaan uimedod vart.
tiziani
13 ნოემბერი 2016 03:27
0
ხალხს იმედი გაუჩნდა და მოლდავეთსაც ვერ მოუგეს,ალბათ მთელ საქართველოს იმედები გაუცრუეს
michael
13 ნოემბერი 2016 02:45
0
le777us-ს მოლდოვის ჩემპიონატის დონე ჩვენი დონისაა(თუ ნაკლები არა) დინამოს ბაზის ნაირ სახეობაც კი არ აქვს მოლდოვურ კლუბებს, დინამოს დონის სტადიონი კი არა ლოკომოტივის დონის სტადიონიც კი არ დასიზმრებიათ რომ ქონოდათ, შემდეეეგ მოლდოველები დასწრების მაჩვენებელი ფეხბურთის თამაშებზე არის მაქსიმუმ 10 000 მდე გულშემატკივარი და როცა იძახი რომ როგორ ლანძღავთ ჩვენ ფეხბურთელებს მგონი აქ ზედმეტია სიტყვები, ეს ყველაფერი უბრალოდ შედარებებია უბრალოდ როცა 50 000 გულშემატკივარი მოვიდა მაინც სტადიონზე(ბოლოს ამდენი რაგბხზე იყო რუმინეთთან) სულ რომ სან მარინო ათამაშო ისინი მოიგებენ ერთ თამაშს ასეთი მაყურებლის წინაშე!)))) უბრალოდ ვალდებული ხარ ასეთი დონის გუნდს მოუგო მაყურებლის წინაშე!
svani
13 ნოემბერი 2016 01:54
0
gvilias shetsvla rogor sheidzleboda,orive tamashi mag bichma waikvana,dges rogors gaikvanes,isev is abdaubda gundi gaxda
zoura
13 ნოემბერი 2016 01:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული