გურამ კაშია: გაცკანს მაინცდამაინც ჩვენთან გამოუვიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ 12 ნოებერს მოლდოვის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

"შედეგი უარყოფითია. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც უნდა გვეთამაშა - მოსაგები თამაში იყო და მეტი გვმართებდა, აუცილებლად მეორე გოლზე უნდა გვეთამაშა. მსგავს თამაშებში მეორე გოლი აუცილებლად გჭირდება, რადგან ყოველთვის შესაძლებელია, ასეთი ბურთი გაუშვა.

გაცკანმა ისეთი დაარტყა, ვფიქრობ, ვერასდროს გაიტანს ასეთ გოლს - მაინცდამაინც ჩვენთან გამოუვიდა.

პირველ ტაიმში თამაში ვაკონტროლეთ, მეორეში - ვეღარ, რადგან ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ და
ამის ფონზე თამაშის კონტროლი რთულია. უაზრო გადაწყვეტილებებიც ბევრი იყო.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია დღევანდელი თამაში იმიტომ, რომ ვიცი, ხალხს იმედი ჰქონდა და ეს იმედები გავუცრუეთ. მაგრამ დამიჯერეთ, ყველა ფეხბურთელი, მწვრთნელი იგივეს გრძნობს. თამაშის შემდეგ გასახდელში ყოფნა ჩემთვის რთული იყო.

რთულია, დღეს ფეხბურთში რაიმე წინასწარ დაგეგმო. ხო ხედავთ, დავგეგმეთ დღეს მოგება და ვერ მოვიგეთ. უელსმა ჩვენთან დაგეგმა 3 ქულა და 1 მოიპოვა. მომავალს პოზიტიურად უნდა შევხედოთ", - განაცხადა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
იცით რა მიკვირს?რო ატეხენ ხოლმე ბაქი-ბუქს.ასეო,ისეო მოლდოვას ვჯობივართო,სასაცილოა პირდაპირ თქვენი კვეხნა.ვერავისაც ვერ ჯობიხართ,.მაქსიმუმ ანდორას მოუგონ,ისიც უკვე საეჭვოა.ერთი ფეხბურთელი მანახე ნაკრებში ვისაც წვერი არ აქვს მოშვებული,ან კიდევ ტატუები არ აქვთ გაკეთებული,დადიან მანეკენებივით და იპრანჭებიან.მოგებას მოედანზე სირბილი ჭირდება.ესენი კი ფეხმძიმე ქალებივით დადიან სტადიონზე.. მეტი არაა ჩემი მტერი ქართულ ფეხბურთს რამე ეშველოს....
აჩიკო
14 ნოემბერი 2016 11:07
0
მოლდოველების მწვრთნელმაც გვაჯობა და ფეხბურთელებმაც ფიზიკა ხომ ნოლის ტოლია ასეთიძალისა და გამძლეობის პატრონი საერთოდ ვერ დაიკვეხნის ქალებთან თავისი რომანების შესახებ
მურთაზი
14 ნოემბერი 2016 07:32
0
არ შეუძლია ამ თაობას მეტი დარა ქნან? საბავშვო ფეხბურთში სანამ ქაოსია და არაკვალიფიციური მწვრთნელები დედას აგინებენ ბავშვებს არაფერი გვეშველება!
giorgi
14 ნოემბერი 2016 07:07
0
საქარტველოს ნაკრების თამაშებს ტოტალიზატორიდან თუ ამოიღებთ ძაან დიდი საქმე გაკეთდება ამით...
Vasili
14 ნოემბერი 2016 02:35
0
გაცკანს თქვენისთანებთან გამოსდის თორე ნორმალურ გუნდებს ვერ გაუტანს კი არა საჯარიმოსთან ვინ მიუშვებს.კიდე დგახართ და დიდ ფეხბურთელებად მიგაქვთ თავი.პროგრესი გაქვთ ხო?თუ ამას პროგრესი ქვია თქვენ გაგიმარჯოთ რაა
გოგა
14 ნოემბერი 2016 00:02
0
ცარიელი პრიჩოსკები ხართ ბიჭო,დზაან ტატუუუუ .ჭანტურიას ერთი სული ქონდა თამაში დამთავრებულიყო,რათა გამაშები ჩაეწია და პეხებზე რაღაც წარწერები დაენახვებინა სრულიად საქართველოსათვის....მერე რა რომ ზამთარიაააააა....თქვენ სამშობლოს გაყიდით დაუფიქრებლად,ტოტალიზატორის მონებოოოო
დონალდ ტრამპი
13 ნოემბერი 2016 20:04
0
დვალიშვილს რატომ ეძახით თავდამსხმელს ვერ გავიგე. 9 ნომრიანი მაისური ისე აცვია თითქოს ყოველ ტურში გოლი გაქონდეს. სირცხვილია ცხონებულ ჩილავერდს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი ვიდრე დვალიშვილს. წადი სახლში დვალიშვილო, მიბაძე ამისულაშვილს, ერი უფრო დაგიფასებს
jorji
13 ნოემბერი 2016 18:49
0
კაი ბატონო გაიტანა ამ გაცკანმა, მაგრამ მეორე არ უნდა გაგვეტანა ? კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ უკეთეს ვარიანტში ერთი ტაიმის გუნდი ვართ. სანამ სტაბილურად რაღაც დონეს არ მივაღწევთ, სულ ასეთ შედეგებს დადებს ნაკრები
Mmm
13 ნოემბერი 2016 18:06
0
დვალიშვილი! ბიჭო! ერთხელ, ცხოვრებაში ერთხელ, შეგიძლია გოლი გაიტანო? 7 წელია ბურთი არ გაუტანია გამაგებინეთ ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან ,რომ თავდმასხმელს 7 ცელი ბურთი არ გაეტანოს და ეს კიდე თამაშობდეს.
beso
13 ნოემბერი 2016 17:34
0
ძლივს ხალხი შემობრუნდა ნაკრებისკეკ, ძლივს სტადიონი გავავსეთ და ისევ იმედგაცრუება..
ცვლილებები იყო კატასტროფული ბატონო ვაისს. დვალიშვილს 7 წელია ნაკრებში გოლი არ გაუტანია. გვილია უკნიდან ალაგებდა და გაიყვანა.. დაუშვილი დატოვა.. ლიპარტია ან ჯიღაური ანაც კობახიძე არ შემოიყვანა..
Georgiano
13 ნოემბერი 2016 16:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული