ჯაბა კანკავა: მოლდოვამ ბრძოლისუნარიანობით გვაჯობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 12 ნოემბერს მოლდოვის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

"დღევანდელ შეხვედრაში ბურთის მეტი კონტროლი გვმართებდა და, ვფიქრობ, მეორე ტაიმში სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავისაჯეთ. მწვრთნელის დავალებაც ასეთი იყო - ორივე ტაიმში ბურთის კონტროლი, თუმცა მეორეში ეს ვერ მოვახერხეთ. მოლდოვამ ბრძოლისუნარიანობით გვაჯობა.

ნაწილობრივ, შესაძლოა, გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლის სურვილიც გაუქრა. სამწუხაროდ...

რაც შემეხება მე, თავს ფიზიკურად კარგად ვერ ვგრძნობ. ფორმის აღსადგენად დრო მჭირდება", - განაცხადა
კანკავამ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე ჯგუფში მესამე ადგილისთვის შეიძლება ბრძოლა,თმცა ვინ არის მებრძოლი.დვალიშვილი? ლორია?
თენგო
13 ნოემბერი 2016 17:33
0
დავიწყოთ მეკარით-ლორიას ადგილზე როგორც ამისულაშვილმა ქნა ისე ვიზამდი. მან ნაკრებში თამაში უნდა დაასრულოს იწყება თაობათა ცვლა.1.-რევიშვილი 2.-მაკარიძე და-3.კვასხვაძე.-გააგრძელებენ. რაც შეეხება დაცვას აქ ვინც ითამაშა დაემატებიან დვალი-ხოჭოლავა-ცისკარიძე და ერთი ახალი ნახევარდაცვაში ყველა ვინც იყო დინამოელი- კიტეიშვილის გარდა ხოლო რაც შეეხება თავდასხმას ვერ გავიგე რა მოსწონთ ამ დვალიშვილის პასი მაგას არ უვარგა დარტყმა მაგას არა აქვს და გოლის გამტანი მაგი არაა უფრო გამომტანია. მჭედლიძეს-ქვილითაიას და სხირტლაძეს უნდა დავუმატოთ ერთი ახალგაზრდა.
ჯერ კიდევ შანსები არსებობს.წინ ბიჭებო.
ყველაფერი მოსულა-ისლანდია-ნახეთ.
ქუთაისელი
13 ნოემბერი 2016 16:51
0
გეთანხმები ჯაბა, ბრძოლისუნარიანობით გვაჯობეს მოლდაველებმა, ესაა ცუდი როდესაც შენი გულშემატკივრით გადაჭედილია სტადიონი და ვერ უგებ მოლდავეთს, მე ჭკუის სწავლებას არ დაუწყებ არავის, მაგრამ ლორია რას ცუნდრუკებდა, სად დარბოდა, მდგარიყო კარში და ასთ სამარცხვინო ბურთს არ გაუშვებდა!!! ვიშ ვიში არაფერს არ შველის აწი, არაპროფესიონალური მიდგომის ბრალია , რაც მოგვივიდა...ვინც თამაშობს ისუშვებსო შეცდომასო იტყვიან, პირველ თაიმს არა უშავდა მეორეში ჩაისვარეს , როგორც ყოველთვის,მოემზადეთ აწი უკვე, შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის!
giorgi
13 ნოემბერი 2016 16:00
0
მართალს ამბობს კანკავა მეტი ბრძოლა და მეტი მოძრაობა იყო საჭირო,ჭანტურიას მომატებული აქვს აშკარად,ოქრიაშვილმა კი ისეთ თამაშს მიგვაჩვია გუშინდელი თამაში მის სათვალავში ვერ ჩაითვლება, თითქოს არც იყო მოედანზე, მას შეუძლია ნაკრებში ლიდერობა იტვირთოს,ყაზაიშვილიც მონდომებული ჩანდა და ზედმეტი წონაც მოცილებული ქონდა რაც მისთვის კარგია,ანანიძე კი თამაშამდეც ვაბობდი ძალიან დააკლდებოდა გუნდს,მუშაობა და შრომა უნდა გააგრძელონ თავიანთ კლუბებში,სერბეთთან დასახვედრად აქედანვე უნდა დაიწყონ თითეულმა ფეხბურთელმა მომზადება,ჩნდება შტაბეჭდილება რომ ჩვენ ფეხბურთელებს სერიუზულობა აკლიათ თამაშამდე ხოლმე.
bebeto
13 ნოემბერი 2016 14:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული