სფფ: ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან არ მიდის!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე გუნდს არ დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცნობეს. ვაისს საქართველოს ნაკრებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" და ყაზახური Sport.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

- მიდის? ვლადიმირ ვაისს ყაზახები უკვე ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად განიხილავენ

ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1-ში იმარჯვა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ში კი ნაკრები დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვაისი არ გადის მოედანზე... ერთი ადგილი გაანძრიონ ფეხბურთელებმა
papa
12:57 17-11-2016
0
ლორია დააყენეთ რუსეთის ნაკრების კარებში და ვაისის ნაკრები ჩეჩესოვის ნაკრებს ხუთიდან ოთხჯერ მოუგებს! წერტილი.
გარინჩა
12:37 17-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული