ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები არ თამაშობს და წინ მიდის

AutoSharing Option
22 დეკემბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წინა თვის რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა. ამჟამად "ჯვაროსნები" 281 ქულით 118-ე ადგილზეა.

ჩვენს ეროვნულ გუნდს დეკემბერში არ უთამაშია, თუმცა, ამის მიუხედავად, მცირედით დაწინაურება მაინც მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს საქართველოს ნაკრები დუბაიში უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქე კი რეიტინგში ბევრად ჩვენზე წინ არის. უზბეკეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 62-ე ადგილზეა.

რეიტინგის პირველ ოცეულში ცვლილება არ მომხდარა.

პირველ ადგილზე კვლავ არგენტინაა, მეორეზე - ბრაზილია, მესამე პოზიცია გერმანიას უკავია. ჩილე და ბელგია,
შესაბამისად, მე-4 და მე-5 ადგილებზე იმყოფებიან. ევროპის ჩემპიონი პორტუგალია მერვეზეა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
))kaomentarebze magarad gavertee.
halagaji
23 დეკემბერი 2016 11:44
0
შეუდგა არგენტინას წყალი ცოტაც და ეგ არი
me
23 დეკემბერი 2016 10:54
0
რას "იკლავთ" თავს ან ჩვენ რაღას გვაწყვიტავთ ნერვებს,ცოტაც და ათეულში შევალთ.
NMN789
23 დეკემბერი 2016 09:43
0
ყოჩაღ ბიჭებო მალადეც აი როგორც იქნა დაამტკიცეთ რომ შეგიძლიათ!!!!!! რეიტინგიც უკვე ამტკიცებს რომ ძველი დიდება ბრინდებააა))) ერთი წელიც არ ითამაშოთ ბიჭებო და 100ეულში ვართ!
svan
22 დეკემბერი 2016 22:56
0
მერე ასე არ ჯობია?!
მმგ
22 დეკემბერი 2016 21:18
0
არი ასეთი ტყეები.....უხეო:))))
:)
22 დეკემბერი 2016 18:11
0
ვახ თქვენ გენაცვალეთ! კობისგან დაწყებული ავტოგოლათი დამთავრებული მაგრები ხართ! ეგრე რა, გაეშვით თამაშს საერთოდ და ეგება 100-ელშიც შევიდეთ...:))) ჰა ტოტალიზატორშიკო ბალელშიკებო ამოიღეღ ხმა და აღნიშნეთ "წარმატება"...
ვახ:)))
22 დეკემბერი 2016 18:08
0
რო ეტამაშათ რას იზამდნენ
me
22 დეკემბერი 2016 17:09
0
არ ითამაშებ, არ წააგებ! არ ილაპარაკებ(განსაკუთრებით, პოლიტიკოსებს ეხებათ)-ნაკლებ შეცდომას დაუშვებ და ზედმეტად არ "გაალაღებ" სატირიკოს-იუმორისტებს; არ იმუშავებ, არ შეგეხება შემცირება, ხელფასს არ დაგიქვითავენ-დაგაკლებენ, უაზრო და ზედმეტი მაკონტროლებელი არ შეგაწუხებს, სამსახურში დაგვიანების არ შეგეშინდება, არ შეგაწუხებენ ჩასაფრებულ-"დავერბოვკებულ"-გააგენტებული თანამშრომლები... მოკლედ, "გაუმარჯოს" უმოქმედობით განპირობებულ წინსვლას(?!)...რეიტინგ(ებ)ში! ჰოდა, გაუმარჯოს საქართველოს! მართლა გაუ-მარ-ჯოს! :)))
ცოტა კიდევ ხომ არ შევიკავოთ თავი ? :)
22 დეკემბერი 2016 15:49
0
ასე არ ჯობია? დავშალოთ ნაკრები და მალე ათეულშიც შევალთ :). აბა რაგბის კი არა ჰგავს: წვალობ, წვალობ, მერე იაპოშკებთან წააგებ და ისევ მეთორმეტეზე ხარ
მერაბი
22 დეკემბერი 2016 15:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული