- თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელია
"ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა სფფ-ს ამ აღიარებისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა.
საუკეთესოდ კი დავსახელდი, თუმცა მთლიანობაში ამ სეზონით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. იყო კარგი მომენტებიც, იყო - ცუდიც. შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესადაც ყოფილიყო.
ვისარგებლებ შემთხვევით და გულშემატკივარს დამდეგ შობა ახალ-წელს მივულოცავ", - გვითხრა ოქრიაშვილმა.