საქართველო-შოტლანდია 11:0 - ვისკის გამოცლილი ბოთლივით... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ორ დღეში ამ სახეობისკენ შემოატრიალა მაყურებელი.

"ჯვაროსნებმა" 25 იანვარს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრა ჩაატარეს და ამჯერად, მეტოქე უპირობოდ დაჯაბნეს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა შოტლანდია 11:0 დაამარცხეს და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე სარეკორდო გამარჯვებას მიაღწიეს.

რეკორდი კი 2015 წელს, მოლდოვაში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტართან 15:1 გამარჯვება იყო.

გუშინ საქართველოს ნაკრები ისეთი აღმავლობით თამაშობდა, ტრიბუნებს ოვაციები ბევრჯერ მოსწყვიტა. იყო ლამაზი კომბინაციები, მშვენიერი გოლები, რის შემდეგაც ავთანდილ ასათიანის გუნდი ქომაგებმა ტაშით გააცილეს.

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების
მთავარი მწვრთნელი:
"დღეს სამი ოთხეული გავაკეთეთ და შევეცადეთ, ძალები დაგვეზოგა. კარგია ეს გამარჯვება, მაგრამ მთავარი თამაში 27 იანვარს გვაქვს. ფაქტობრივად, ეს მინი-ტურნირის ფინალი იქნება.

მჯერა, მაყურებელი კარგ თამაშს იხილავს და ჯგუფში ჩვენი გამარჯვებითაც გაიხარებს. საამისოდ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რადგან ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს. შანსები თანაბარია. ჩვენ ფრეც გვყოფნის (საქართველოს ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს - ავტ.), მაგრამ ასეთი განწყობით თამაში არასწორად მიმაჩნია".

არჩილ სებისკვერაძე:
"შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩვენთვის ფრეც საკმარისია, მაგრამ ჩვენ ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ. გულშემატკივრის გახარება და გამარჯვება გვსურს. ვთხოვ და მოვუწოდებ გულშემატკივრებს, მოვიდნენ და გვიქომაგონ. ჩვენ მათი თანადგომა ჰაერივით გვჭირდება".

მეორე შეხვედრაში შვეიცარიამ ისრაელს პირველივე ტაიმში 3:0 მოუგო, მეორეში კი თავი აღარ შეუწუხებია - საქართველოსთან მატჩის წინ ძალები დაზოგა.

გადამწყვეტი შეხვედრა კი ხვალ, 27 იანვარს გაიმართება, დასაწყისი - 20 საათზე. აქამდე შვეიცარიასთან ოფიციალური შეხვედრა მხოლოდ ერთხელ, 2015 წლის იანვარში ჩავატარეთ. ის თამაში ლიტვაში 1:1 დასრულდა. პირველი დაპირისპირება კი 2006 წელს შედგა და მაშინ შვეიცარია 5:2 დავამარცხეთ.

ევრო 2018. I საკვალიფიკაციო ეტაპი. A ჯგუფი. II ტური
25.01.17. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 3 300 მაყურებელი
საქართველო-შოტლანდია 11:0
გოლები: 1:0 სებისკვერაძე (00:56), 2:0 სებისკვერაძე (09:03), 3:0 სებისკვერაძე (14:36), 4:0 სებისკვერაძე (15:17), 5:0 მოლისონი (17:08. ავტოგოლი), 6:0 ტიკურიშვილი (18:41. 10-მეტრიანი), 7:0 ნიშნიანიძე (21:46), 8:0 ტიკურიშვილი (24:20), 9:0 ბობოხიძე (25:15), 10:0 ტიკურიშვილი (34:23), 11:0 თოფურია (33:56)
საქართველო: კუპატაძე (კ), ჭანუყვაძე, ნიშნიანიძე, რონინიო, სებისკვერიძე - ჯამბურია (მ), ლუკავა, თოდუა, თოფურია, კობაიძე, მაისაია, კურტანიძე, ტიკურიშვილი
გამოუყენებელი 10-მეტრიანი: სებისკვერაძე (19:14. მეკარე).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 14-0 6
2. შვეიცარია 2 2 0 0 9-2 6
3. ისრაელი 2 2 0 2 0-6 0
4. შოტლანდია 2 2 0 2 2-14 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ვუყუროთ ფინალს ვინმე ხომ არ იცის? აქ ლინკი არ დაიდო და უკვე დაწყებული უნდა იყოს თამაში.რა გჭირთ საიტის მესვეურებს ასეთი, ლინკი მაინც დადეთ.
murtalo
20:12 26-01-2017
0
თამაშს სად აჩვენებენ? შვეიცარიასთან
0

სიახლეები პოპულარული