"მხარი დაგვიჭირეთ... ყველა ერთად თუ დავდგებით, შევძლებთ იტალიის დამარცხებას!"

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დავით ბობოხიძემ ბელორუსთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ფუტსალი: საქართველოს ფრე ბელარუსთან და ჯგუფში მეორე ადგილი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 9 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა და ქულა მოიპოვა.

"ჰოლანდიის და ბელორუსის დონის ნაკრებებთან ფრე რომ აღარ გვაკმაყოფილებს, ეს კარგია. სამწუხაროა, რომ ასეთი დასანანი გოლი გავუშვით. ვფიქრობ, ის მომენტი რომ გადაგვეგორებინა, მოგება ჩვენ დაგვრჩებოდა.

წინ გადამწყვეტი მატჩი გველის იტალიის ნაკრებთან. მათი სახით ურთულესი
მეტოქე გვეყოლება. ამიტომ გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოდით და მხარი დაგვიჭირეთ. ყველა ერთად თუ დავდგებით, შევძლებთ იტალიის დამარცხებას!", - თქვა კაპიტანმა.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11 აპრილს, 18:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის გადამწყვეტი იქნება: მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გავა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გავლენ ვოცი
fexbyrti
14:59 10-04-2017
0
ბიჭებს გარჯა უნდა დავუფასოთ!!!! გავავსოთ დარბაზი!!!!!!
მიშა63
13:20 10-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული