- საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]
ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2018 წლის იანვარში, სლოვენიაში ჩატარდება. პირველობისთვის 12 საუკეთესო გუნდი ითამაშებს: მასპინძელი სლოვენია და ჯგუფების 7 გამარჯვებული, პლუს, პლეი ოფში გასულ 8 გუნდს შორის 4 გამარჯვებული. საქართველოს ნაკრები პლეი ოფის მატჩებს სექტემბერში ჩაატარებს.
11 აპრილს თამაშები ყველა ჯგუფში დასრულდა და ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატსა და პლეი ოფში გასული გუნდების ვინაობა.
ჩვენთვის საინტერესონი არიან საქართველოს პოტენციური მეტოქეები (ჯგუფების მეორეადგილოსნები): პლეი ოფში გასული გუნდები: პოლონეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ხორვატია, უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"