საქართველოს ფუტსალის ნაკრების პოტენციური მეტოქეები პლეი ოფში

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მეინ რაუნდის A ჯგუფში გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ითამაშებს.

- საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]

ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2018 წლის იანვარში, სლოვენიაში ჩატარდება. პირველობისთვის 12 საუკეთესო გუნდი ითამაშებს: მასპინძელი სლოვენია და ჯგუფების 7 გამარჯვებული, პლუს, პლეი ოფში გასულ 8 გუნდს შორის 4 გამარჯვებული. საქართველოს ნაკრები პლეი ოფის მატჩებს სექტემბერში ჩაატარებს.

11 აპრილს თამაშები ყველა ჯგუფში დასრულდა და ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატსა და პლეი ოფში გასული გუნდების ვინაობა.
ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდნენ: იტალია, ყაზახეთი, რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი.

ჩვენთვის საინტერესონი არიან საქართველოს პოტენციური მეტოქეები (ჯგუფების მეორეადგილოსნები): პლეი ოფში გასული გუნდები: პოლონეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ხორვატია, უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
პლეი ოფის კენჭისყრა როდის არის?
დათო
12 აპრილი 2017 17:58
0
სერბეთი..ხორვატია არ უნდა შეხვდეს დანარჩენი ყველასთან შეიძლება გასვლა.. იდეალური საფრანგეთი და უნგრეთია
ფუტსალი
12 აპრილი 2017 17:00
0
ამატაგან რომელია სასურველი, ანუ სუსტი გუნდი?
BEBETO
12 აპრილი 2017 13:53
0
ესპანეთს რა, ორი გუნდი აქვს? პირველადგილოსნებშიც გიწერიათ და მეორეადგილოსნებშიც.
Konstantine
12 აპრილი 2017 13:51
0
ვულოცავ ბიჭებს!!!! სტატიაში, სავარაუდო მეტოქეების სიაში, ესპანეთის ნაცვლად, სერბეთი უნდა ეწეროს....
მიშა63
12 აპრილი 2017 13:44
0
აქ შეცდომააა ესპანეთის მაგივრად სერბეთი უნდა იყოს..რეალურად არ გვაწყობს სერბეთი და ხორვატია,სხვებთან არის რეალური შანსი
giu32
12 აპრილი 2017 13:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული