ჩვენების ჯგუფი ასე გამოიყურება:
1. "იბერია სთარი", 2 "სლოვ მატიკი" (სლოვაკეთი), 3 "მაპიდი" (ბელარუსი), 4 - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული.
"იბერია სთარი" გასულ სეზონში პირველ ჯგუფურ ეტაპზე ორ ამჟამინდელ მეტოქეს შეხვდა: "სლოვ მატიკს" 3:1 მოუგო, მინსკის "მაპიდს" კი - 6:4. არადა, ბელარუსებთან თავიდან 1:4-ს აგებდა და მატჩის ბედი ბოლოსღა შემოატრიალა.
"კენჭისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან სხვა ჯგუფში ერთად მოხვდნენ
ტურნირი თბილისში, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაიმართება, ქართულმა მხარემ მატჩის დღეებად 27, 28 და 30 სექტემბერი შეარჩია.
"იმედი გვქვს, რომ რომელიმე ქართული გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, რომლის მატჩებიც 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. ასეთ შემთხვევაში ფუტსალისა და ევროპის ლიგის მატჩები ერთმანეთს რომ არ დაემთხვეს, აჯობებს, ამ დღეს ფუტსალელებმა დაისვენონ", - გვითხრა ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"