კლუბის მესვეურებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ქართული პუბლიკისთვის შემდეგ ეტაპზეც ეჩვენებინათ კარგი სანახაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, უეფამ სხვაგვარად განსაჯა და თბილისს ელიტრაუნდის ჩატარების უფლება არ მისცა. ეს პატივი ოთხმა ქალაქმა მოიპოვა - ლისაბონმა, ბარსელონამ, ტრევიზომ და მოსკოვმა.
ორიოდე სიტყვით ევროპის ფუტსალის თასის სისტემის შესახებ: საწყისი ეტაპების დაძლევის შემდეგ ელიტრაუნდამდე 16 კლუბი მივიდა, რომლებსაც
ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები კი ტრადიციულ "ოთხთა ფინალში" გაითამაშებენ ტიტულს. შეგახსენებთ, შარშან "იბერია სტარს" ელიტრაუნდის დაძლევამდე და "ოთხთა ფინალამდე" სულ მცირედი დააკლდა.
პირველ კალათში ოთხი კლუბია განთესილი, რომლებიც პირდაპირ ელიტრაუნდში დაუშვეს:
"მონტესილვანო" (იტალია)
"სპორტინგი" (პორტუგალია)
"ქაირათი" (ყაზახეთი)
"არაზი" (აზერბაიჯანი)
წინა ეტაპის გამარჯვებულები:
"ეინდჰოვენი" (ჰოლანდია)
"ბარსელონა" (ესპანეთი)
"იბერია სტარი" (საქართველო)
"შატელინო" (ბელგია)
"მარკა" (იტალია)
"ეკონომაცი" (სერბეთი)
წინა ეტაპის მეორეადგილოსნები:
"დინამო" (რუსეთი)
"დიორი" (უნგრეთი)
"სლოვ მატიკი" (სლოვენია)
"ხრუდიმი" (ჩეხეთი)
"ტრირგუ მურეში" (რუმინეთი)
"ურაგანი" (უკრაინა)
ორი ჯგუფი ასე კომპლექტდება: განთესილი, პირველადგილოსანი, 2 მეორეადგილოსანი;
ორი ჯგუფი კი ასეთი იქნება: განთესილი, 2 პირველადგილოსანი, მეორეადგილოსანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"