ბოლო ტურის შეხვედრაზე არ გამოცხადდა ქუთაისის "იმერეთი", რის გამოც "აჭარასთან" ტექნიკური წაგება (0:5) ჩაეთვალა.
ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრის, გიორგი დარჯანიას თქმით, "იმერეთი" არსებული ქულებით ბოლო ადგილზე გადაიყვანეს და გათამაშებიდან მოხსნეს.
ბოლო ტურის დასრულების შემდეგ ჩემპიონი და პრიზიორები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ და გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ დააჯილდოვეს.
აჭარის ნაკრები-იმერეთი 5:0
თსუ-უნივერსიტეტი 12:2
იბერია სტარი-თელასი 10:3
სატურნირო მდგომარეობა
1.იბერია სტარი 14 14 0 0 181:32 42
2.თსუ 14 11 1 2 122:46 34
3.თელასი 14 9 1 4 104:55 28
4.ალგო 14 9 0 5 94:43 27
5.აჭარა 14 3 0 11 41:138 9
6.სატრანსპორტო 14 2 0 12 58:133 6
7.თელავი 14 2 0 12 37:144 6
8.იმერეთი 14 5 0 9 66:112 15
26, 27 და 28 მაისს საქართველოს თასის გათამაშების მატჩები ჩატარდება, სადაც გუნდები ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ:
1/4-ფინალი
იბერია ისვენებს
თსუ-თელავი
თელასი-სატრანსპორტო
ალგო-აჭარა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"