ქართულ ფუტსალს ლევან ცქიტიშვილი გაუძღვება?

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრის, გიორგი დარჯანის თქმით, 16 ივნისს, 14 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის რიგგარეშე საარჩევნო კონფერენცია ჩატარდება და პრეზიდენტს აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფუტსალი ცვლილებების მოლოდინშია. რამდენიმე თვის წინათ წარმოქმნილ დაპირისპირებას ასოციაციის პრეზიდენტსა და გამგეობის წევრებს შორის ასოციაციის კონფერენციის მოწვევა და პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადება მოჰყვა.

დაპირისპირება კი ეროვნული ჩემპიონატის ჩაშლამ გამოიწვია: შემოდგომაზე დასაწყები სეზონი თებერვლამდე რომ არ დაიწყო, დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და საქმეში ფეხბურთის ფედერაციის ჩარევა გახდა საჭირო. ბოლოს ჩემპიონატის ჩატარება ფედერაციამ აიღო
თავის თავზე.

ახლა კი ასოციაცია ახალ პრეზიდენტს აირჩევს. კანდიდატი ორია: ასოციაციის გამგეობის წევრი ლევან გრიგოლია და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი.

ცქიტიშვილი პრეზიდენტად? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი ქავთარაძე: ფუტსალს ფულიანი პრეზიდენტი სჭირდება

დაპირისპირება ქართულ ფუტსალში: მედიატორობა სფფ-მ ითავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული