"იბერია სტარმა" ლვოვის საერთაშორისო ტურნირი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
15 აგვისტოს ლვოვში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ფუტსალში, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "იბერია სტარი" მონაწილეობს.

სერჯიო ბენატის გუნდი უკრაინულ "კარდინალს" დაუპირისპირდა. "იბერიამ" უიღბლოდ დაიწყო და უკვე 38-ე წამზე ბურთი გაუშვა. თუმცა მერე ჩვენებმა კლასი და უპირატესობა გამოავლინეს: ბრუნო მელოსა და ავგუსტოს გოლებით საქართველოს ჩემპიონმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმში უკრაინელებმა სტუმრებს პრესინგი დაუპირისპირეს, საკმაოდ შეავიწროვეს და რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წუთნახევრით ადრე მელომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ბოლო წამებზე კი ავგუსტომ საბოლოო
ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

ჩვენი ჯგუფის პირველ შეხვედრაში პოლონურმა "რეკორდმა" უკრაინულ "ლემბერგს" 4:1 მოუგო. ამგვარად, ჯგუფში ქართული და პოლონური კლუბები გალიდერდნენ.

"იბერიას" დანარჩენი თამაშების გრაფიკი ასეთია: 16 აგვისტოს "ლემბერგს" დაუპირისპირდება, 17 აგვისტოს - "რეკორდს", ფინალი კი 18 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი შარშანდელი ტურნირის ფინალისტი იყო და მოსკოვის ცსკა-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ამავე დროს, გაირკვა "იბერია სტარის" თამაშების გრაფიკი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე. 5 სექტემბერს "იბერია" საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს შეხვდება (სავარაუდოდ, ბელგიურ "ანდერლეხტს"), 6 სექტემბერს - ბერძნულ "ათენა 90"-ს, ხოლო 8 სექტემბერს მისი მეტოქე ეტაპის მასპინძელი სლოვენიური "ლიტია" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარი" ლვოვის საერთაშორისო ტურნირის მოგებაზე ფიქრობს
სერჟიო ბენატი: მჯერა, ერთად შევძლებთ "იბერიას" ოცნების ახდენას!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული