ფრანგებს კი სლოვენიაში ჩასვლამდე პრობლემები შეექმნათ. "ლუფტჰანზაში" გაფიცვა იყო და სათამაშოდ დროულად რომ გამოცხადებულიყვნენ, ბილეთების გადაცვლა მოუხდათ.
შეხვედრა საქართველოს ჩემპიონის უპირატესობით დაიწყო. პირველივე წუთებზე სამჯერ შეეძლო კარის აღება ბრუნო მელოს, აუგუსტოს, ბეტინიოს, რომარიოს, მაგრამ "სპორტინგის" მეკარე არუნმა პარიზელები რამდენჯერმე გადაარჩინა.
თქვენ წარმოიდგინეთ, "იბერიას" მეკარე სელიოს დარტყმის მოგერიებაც კი მოუხდა.
სამწუხაროდ, ამდენი არარეალიზებული მომენტის შემდეგ ლოგიკური რამ მოხდა და ჩვენი
თუმცა აუგუსტომ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა, მალე კი ქართველები დააწინაურა - 2:1.
მეორე ტაიმში უკვე "ჩვენმა" ბეტინიომ გამოიჩინა თავი და "იბერიას" უპირატესობა სოლიდური გახდა - 3:1.
თუმცა შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი 15 წუთი დაძაბულად წარიმართა. 33-ე წუთზე "სპორტინგის" მოთამაშემ დინის პინეირომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 3:2.
პარიზელებმა ბოლო წუთებზე მთელი ძალებით შეუტიეს. "იბერია" რამდენჯერმე გადაარჩინა მეკარე სელიომ, მაგრამ საბოლოდ ჩვენმა ჩემპიონმა უპირატესობა შეინარჩუნა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
6 სექტემბერს "იბერია" "ატინა 90"-ს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ელიტრაუნდის საგზურს მოიპოვებს.
ფუტსალი. უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
05.09. 2012. სლოვენია. ლიტია. "სპორტნა დვორნა".
იბერია სტარი-სპორტინგი (პარიზი) 3:2
გოლები: 0:1 ბეტინიო (11 პ), 1:1 აუგუსტო (16), 2:1 აუგუსტო (18), 3:1 ბეტინიო (25), 3:2 პინეირო (34).
"იბერია": სელიო, რომარიო, აუგუსტო, რონინიო, ბრუნო მელო - აკოპოვი (მ), ალთუნაშვილი, ძაბირაძე, ლუსიო, ბეტინიო.
"სპორტინგი": არუნი, ბარბოზა, გომესი, პინეირო, ბეტინიო - ვალენტე (მეკარე), ნეუკერმანსი, ამარალი, საკრისტანი, შოლე, მენდეს პერეირა, დასა.
არბიტრები: ო. ჩერნი (ჩეხეთი), ს. ტომიჩი (ხორვატია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"