"უპირველესად, ყველას ვულოცავ პორტუგალიასთან ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი ფუტსალის ისტორიაში ლამაზი ასოებით ჩაიწერება.
ამ მოგებამ რწმენა განგვიმტკიცა, რომ ქართულ ფუტსალს პოზიციების დაბრუნება და მაღალ დონეზე დამკვიდრება შეუძლია. ბიჭებმა ირწმუნეს, რომ თამაში და მოგება ყველა გუნდთან შეიძლება. ჩემი აზრით, ეს მოგება ჩვენი წარმატების დასაწყისი უნდა გახდეს" - თქვა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ნაკრების
ჟურნალი "რეკორდი" წერს: "ჟორჟ ბრაზის ნაკრებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, თუმცა ქართველებმა გამარჯვების იმედი გადაუწურეს. პორტუგალიის წინააღმდეგ ქართველებმა კორექტულად ითამაშეს. სპეციალისტების თქმით, საქართველოს ნაკრების სათამაშო დისციპლინა მასპინძლებისას ბევრად აღემატებოდა".
ბექა კვიციანი, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივანი: "მთელი პორტუგალია შოკშია, მათი პრესა ქართველთა ბრძოლისუნარიანობაზე ლაპარაკობს.
24 ოქტომბერი ქართული ფუტსალის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მადლობა ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებსა და ყველა იმ ქართველს, ვინც შეწუხდა, სამსახური მიატოვა და "კალდაშ და რაინაში" ჩვენს საგულშემატკივროდ ჩამოვიდა".
კახა დევდარიანი, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი: "ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო გრანდ პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია. ქართული ფუტსალის ისტორიაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოგება არის".
25 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრების ბაზაზე, "რიო მარსში" გუნდები ერთმანეთს ხელმეორედ დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა საქართველოს გუნდი გაანადგურეს.
პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ, საბოლოოდ კი 0:8 დავმარცხდით და კიდევ უფრო გასაოცარი გახდა - როგორ დავამარცხეთ წინა დღეს პორტუგალია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდი სენსაცია: პორტუგალია-საქართველო 2:4!