ლევან ცქიტიშვილი: მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ

AutoSharing Option
ვიდეო
29 ოქტომბერს ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა, გენერალური მდივანმა ბექა კვიციანმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და საპატიო პრეზიდენტმა კახაბერ დევდარიანმა პრესკონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მთავარი თემა ეროვნული ნაკრების პორტუგალიაში გამართული ამხანაგური მატჩების შეფასება და სამომავლო გეგმები იყო.

შეგახსენებთ, რომ 24 და 25 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პორტუგალიაში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 4:2 მოიგო, რაც ქართველი ქომაგისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო (იხილეთ ვიდეო).

მეორე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით, 0:8 წააგო.

ავთანდილ ასათიანი: "პირველ რიგში,
მინდა აღვნიშნო ჩვენი ბიჭების გამარჯვება. მთავარია, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თამაში შეგვიძლია, ვირწმუნეთ საკუთარი ძალების
და ბიჭებს გარჯა დაუფასდათ.

მართალია, მეორე შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ამაზე გაჩერება არ ღირს და გვსურს, რომ მომავალშიც გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი".


კახა დევდარიანი: "პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ მოგებას. ასეთი გამარჯვებები ჯერ არ გვქონია, ამიტომ ეს რომ განმეორდეს, აუცილებლად გვჭირდება განვითარება.

ხოლო ამისთვის კი დახმარება გვჭირდება. არ გვაქვს დარბაზი, სადაც ნაკრები მოემზადება. ვაპირებთ ამ საკითხის დაყენებას და შეძლებისდაგვა
რად ყველაფერს ვიზამთ, რომ საქართველოში ფუტსალი უფრო მეტად განვითარდეს და წინ წავიდეს".

ლევან ცქიტიშვილი: "მინდა ბიჭებს წარმატება მივულოცო. ასეთ ნაკრებთან გამარჯვება ნამდვილად არაა იოლი. ამჟამად ჩვენი საქმე წინ მიიწევს და გაჩერებას არ ვაპირებთ".

ბექა კვიციანი: "პორტუგალიის ფუტსალის ფედერაცია ძალიან გვეხმარება. ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს პორტუგალიელებმა სპორტული ინვენტარი გვაჩუქეს და მუდამ მხარში გვიდგანან.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ პორტუგალიის ნაკრები საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და ამხანაგური მატჩების გამართვას. პორტუგალიელები სავარაუდოდ აპრილში ჩამოვლენ".

თორნიკე დვალის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული