ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 45 გუნდი ჩაერთვება, ანუ ნაკრებების რეკორდული რაოდენობა.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს:
წინასწარი ეტაპი (22-27 იანვარი)
ჯგუფი A: საფრანგეთი*, ჩერნოგორია, სან-მარინო, გიბრალტარი**
ჯგუფი B: მოლდოვა, საქართველო, მალტა*
ჯგუფი C: ლიტვა*, კვიპროსი, ინგლისი
ჯგუფი D: საბერძნეთი, ბულგარეთი*, სომხეთი, უელსი
ჯგუფი E:: ისრაელი, ანდორა, ესტონეთი, შვედეთი
ჯგუფი F: ალბანეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დანია
ძირითადი ეტაპი (27-30 მარტი)
ჯგუფი 1: იტალია*, უნგრეთი, ფინეთი, A ჯგუფის გამარჯვებული
ჯგუფი 2: აზერბაიჯანი,
ჯგუფი 3: რუსეთი, რუმინეთი, ყაზახეთი, ლატვია*
ჯგუფი 4: ესპანეთი*, ხორვატია, მაკედონია, E ჯგუფის გამარჯვებული
ჯგუფი 5: პორტუგალია, სერბეთი*, პოლონეთი, D ჯგუფის გამარჯვებული
ჯგუფი 6: ჩეხეთი, ბელორუსი, ჰოლანდია*, B ჯგუფის გამარჯვებული
ჯგუფი 7: უკრაინა, სლოვენია, თურქეთი*, C ჯგუფის გამარჯვებული
შენიშვნა: *-ით აღნიშნულია მასპინძელი
ფინალური ეტაპი 2014 წელს ბელგიაში, ანტვერპენში 28 იანვრიდან 8 თებერვლამდე გაიმართება. ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ბელგია უკონკურსოდ ითამაშებს. დანარჩენთა ვინაობა საკმაოდ რთული შეჯიბრების შედეგად გაირკვევა: 44 გუნდიდან 22 განაწილდა 6 ჯგუფში, საიდანაც მხოლოდ გამარჯვებულები გააგრძელებენ ბრძოლას.
წინასწარი ეტაპის გამარჯვებულები დანარჩენ 22 გუნდთან ერთად შვიდ ჯგუფს ჩამოაყალიბებენ და 27-30 მარტს ძირითადი ეტაპის ჯგუფურ შეხვედრებს ესპანეთში, იტალიაში, სერბეთში, სლოვაკეთში, ჰოლანდიაში, თურქეთსა და ლატვიაში გასამართ მინი-ტურნირებში ფინალისტებს გამოავლენენ.
ანუ საქართველომ თუ ეს ეტაპი დაძლია, ძირითად ეტაპზე ჩეხეთს, ბელორუსსა და ჰოლანდიას შეხვდება - ტურნირს კი ეს უკანასკნელი უმასპინძლებს.
ევრო 2014-ზე შვიდივე ჯგუფის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი, პლუს მასპინძელი ბელგია და საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებენ.
დაბოლოს: პორტუგალიის ფუტსალის დეპარტამენტმა პედრო რატინიოს და მთავარი მწვრთნელის, ჟორჟე ბრაზის თაოსნობით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფერნანდო გომეშს მომავალი წლის სანაკრებო გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, პირეინეელები 2013 წელს თბილისში საქართველოსთან ორი ამხანაგური შეხვედრის გამართვას აპირებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ცქიტიშვილი: მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ