"ჯერ მივულოცავ "იბერიას" ოთხთა ფინალის მასპინძლობას. ეს არა მხოლოდ ჩვენი ჩემპიონის, არამედ მთელი საქართველოს წარმატებაა.
რაც შეეხება ნაკრების მომავალ მატჩებს: რატომღაც ყველამ დაიწყო ლაპარაკი ელიტრაუნდზე და რა შანსები გვექნება ჩეხეთთან, ბელარუსთან და ჰოლანდიასთან.. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ნუ ვიჩქარებთ. არ მინდა, რომ ამ ლაპარაკმა ბიჭებზე ცუდი გავლენა მოახდინოს.
გასაგებია, რომ ბრაზილიასა და არგენტინას არ ვხვდებით,
იგივე მალტა სერიოზული ძალა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასერიოზულად მივუდგეთ.
მე თავის დაზღვევას კი არ ვცდილობ, პირიქით, მიმაჩნია, რომ ამ ჯგუფიდან საქართველო აუცილებლად უნდა გავიდეს. მოლდოვასთან ისედაც ძველი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი და უნდა დავუმტკიცოთ, რომ მასზე ძლიერი ნაკრები გვყავს. მაგრამ მეტოქეებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და კარგად მოვემზადოთ. ბაქიბუქი არაფერს გვარგებს", - ამბობს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.
ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში "იბერიას" ბრაზილიელების დამატება არ იგეგმება.
ამ საკითხზე კომენტარი ასათიანსაც ჩამოვართვით:
"ბრაზილიელთა ნატურალიზაციას არ ვაპირებთ. პორტუგალიაში ამ ქვეყნის ნაკრებთან მოგებით დამტკიცდა, რომ ფუტსალის თამაში ქართველებსაც შეგვძლებია და საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები გვყავს.
მაგრამ ისე არ გაიგოთ, თითქოს ბრაზილიელების დანახვა არ მსურს. უბრალოდ, მათზე დაყრდნობა გაუმართლებელი იქნება. დღეს რომ ჩამოდიან, ხვალ მიდიან და უკრაინაში გადასულებს სად ვსდიო?
მაგალითად, რონის სიამოვნებით ავიყვანდი, მაგრამ მე რაც ვიცი, კარიერას უკრაინაში გააგრძელებს. ამიტომ უცხოელთა ერთჯერად გამოყენებას, ქართველ მოთამაშეებზე დაყრდნობა და ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურება მირჩევნია.
სხვათა შორის, შესარჩევ ციკლამდე საერთაშორისო ტურნირზე მალტას, ინგლისსა და საბერძნეთს შევხვდებით და ბევრი ახალგაზრდა მოთამაშის გამოცდას ვაპირებ.
დამიჯერეთ, ჩვენ მართლა კარგი მოთამაშეები გვეზრდებიან".
ავთანდილ ასათიანი: ბრაზილიელების დამატება მინდა, მაგრამ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ნაკრების კანდიდატებს დაასახელებს
საქართველოს ნაკრებში ბრაზილიელების დამატებას არ აპირებენ
ლევან ცქიტიშვილი: მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ