ავ­თან­დილ ასა­თი­ა­ნი: საქართველოს ნაკრებში ბრაზილიელებს ქართველები მირჩევნია

AutoSharing Option
4 დე­კემ­ბერს უეფა­ში გა­მარ­თულ კენ­ჭის­ყ­რა­ზე ევ­რო 2014 წლის წი­ნას­წა­რ ეტაპ­ზე (22-27 იან­ვა­რი) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი B ჯგუფ­ში მალ­ტას­თან და მოლ­დო­ვას­თან მოხ­ვ­და, ტურ­ნირს კი მალ­ტა უმას­პინ­ძ­ლებს.

"ჯერ მი­ვუ­ლო­ცავ "იბე­რი­ას" ოთხ­თა ფი­ნა­ლის მას­პინ­ძ­ლო­ბას. ეს არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ჩემ­პი­ო­ნის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მა­ტე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნაკ­რე­ბის მო­მა­ვალ მატ­ჩებს: რა­ტომ­ღაც ყვე­ლამ და­იწყო ლა­პა­რა­კი ელიტრა­უნ­დ­ზე და რა შან­სე­ბი გვექ­ნე­ბა ჩე­ხეთ­თან, ბე­ლა­რუს­თან და ჰო­ლან­დი­ას­თან.. ძა­ლი­ან მინ­და, ყვე­ლას ვთხო­ვო, რომ ნუ ვიჩ­ქა­რებთ. არ მინ­და, რომ ამ ლა­პა­რაკ­მა ბი­ჭებ­ზე ცუ­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

გა­სა­გე­ბია, რომ ბრა­ზი­ლი­ა­სა და არ­გენ­ტი­ნას არ ვხვდე­ბით,
მაგ­რამ ჩვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ წი­ნა შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე მოლ­დო­ვის ნაკ­რებს 2:2 ვე­თა­მა­შეთ და შემ­დეგ ეტაპ­ზე ვერ გა­ვე­დით.

იგი­ვე მალ­ტა სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლა არ არის, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუდ­გეთ.

მე თა­ვის დაზღვე­ვას კი არ ვცდი­ლობ, პი­რი­ქით, მი­მაჩ­ნია, რომ ამ ჯგუ­ფი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვი­დეს. მოლ­დო­ვას­თან ისე­დაც ძვე­ლი ან­გა­რი­შე­ბი გვაქვს გა­სას­წო­რე­ბე­ლი და უნ­და და­ვუმ­ტ­კი­ცოთ, რომ მას­ზე ძლი­ე­რი ნაკ­რე­ბი გვყავს. მაგ­რამ მე­ტო­ქე­ებს სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და მო­ვე­კი­დოთ და კარ­გად მო­ვემ­ზა­დოთ. ბაქიბუ­ქი არა­ფერს გვარ­გებს",
- ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ავ­თან­დილ ასა­თი­ა­ნი.

ფუტ­სა­ლის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ლე­ვან ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში "იბე­რი­ას" ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის და­მა­ტე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი ასა­თი­ან­საც ჩა­მო­ვარ­თ­ვით:

"ბრა­ზი­ლი­ელ­თა ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ას არ ვა­პი­რებთ. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ამ ქვეყ­ნის ნაკ­რებ­თან მო­გე­ბით დამ­ტ­კიც­და, რომ ფუტ­სა­ლის თა­მა­ში ქარ­თ­ვე­ლებ­საც შეგ­ვ­ძ­ლე­ბია და საკ­მა­ოდ პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ბი­ჭე­ბი გვყავს.

მაგ­რამ ისე არ გა­ი­გოთ, თით­ქოს ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვა არ მსურს. უბ­რა­ლოდ, მათ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. დღეს რომ ჩა­მო­დი­ან, ხვალ მი­დი­ან და უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­სუ­ლებს სად ვსდიო?

მა­გა­ლი­თად, რო­ნის სი­ა­მოვ­ნე­ბით ავიყ­ვან­დი, მაგ­რამ მე რაც ვი­ცი, კა­რი­ე­რას უკ­რა­ი­ნა­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს. ამი­ტომ უცხო­ელ­თა ერ­თ­ჯე­რად გა­მო­ყე­ნე­ბას, ქარ­თ­ველ მო­თა­მა­შე­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბა და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა მირ­ჩევ­ნია.

სხვა­თა შო­რის, შე­სარ­ჩევ ციკ­ლამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე მალ­ტას, ინ­გ­ლის­სა და სა­ბერ­ძ­ნეთს შევ­ხ­ვ­დე­ბით და ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და მო­თა­მა­შის გა­მოც­დას ვა­პი­რებ.

და­მი­ჯე­რეთ, ჩვენ მარ­თ­ლა კარ­გი მო­თა­მა­შე­ე­ბი გვეზ­რ­დე­ბიან".

ავ­თან­დილ ასა­თი­ა­ნი: ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის და­მა­ტე­ბა მინ­და, მაგ­რამ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ნაკრების კანდიდატებს დაასახელებს
საქართველოს ნაკ­რებ­ში ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის და­მა­ტე­ბას არ აპი­რე­ბენ
ლევან ცქიტიშვილი: მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული