პირველი ნახევარი ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისელები 2:0 დაწინაურდნენ.
თუმცა ავთანდილ ასათიანისა და ბესო არველაძის შეგირდებმა მდგომარეობის გამოსწორება და ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს: ჯერ არჩილ სებისკვერაძემ შეამცირა ანგარიში, კახა მაისაიამ კი შორეული დარტყმით ინგლისელებს მოგება ხელიდან გამოგლიჯა.
საბოლოოდ ლამაზი სანახაობა 2:2 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე საბერძნეთი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრაში მასპინძელ მალტასთან
ჩვენი დელეგაცია თბილისში 11 იანვარს დაბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ავთანდილ ასათიანი: ხომ იცით, რას ნიშნავს გაუმართლებლობა?
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტის ტურნირზე: მოგება და წაგება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტაზე გაემგზავრა