შესაძლოა, ეს გუნდები შემოდგომაზე ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. როგორც ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა გვითხრა, მალტაზე ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ჩინოსან საიმონ უოლკერთან შეხვედრაზე სპარინგის გამართვის თემა წამოიჭრა და ბრიტანელებმა ავთანდილ ასათიანის გუნდთან თამაშზე წინასწარი თანხმობა განაცხადა.
"მოლაპარაკების მიხედვით, ინგლისის ფუტსალის ნაკრები თბილისს სექტემბერში ან ოქტომბერში ეწვევა და ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ინგლისის ფედერაცია საქართველოს ფუტსალის ასოციაციიდან ოფიციალურ
ამას გარდა, საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ თბილისში ორი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, აშშ-ს ფეხბურთის გენერალურ მდივანს დენი ფლინს მოწვევა გაუგზავნა.
კვიციანი უკვე ელაპარაკა ამერიკელთა მთავარ მწვრთნელ კეიტ ტოზერს, რომელიც თანახმაა აღნიშნული მატჩი საქართველოში ჩატარდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ფრე და მეორე ადგილი მალტის ტურნირზე
ავთანდილ ასათიანი: ხომ იცით, რას ნიშნავს გაუმართლებლობა?
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტის ტურნირზე: მოგება და წაგება