ავთანდილ ასათიანისა და ბესიკ არველაძის გაწვრთნილები მალტაში ორ მატჩს გამართავენ: პაოლაში, "ჰიბერნიანსის" დარბაზში 23 იანვარს - მასპინძლებთან, ხოლო 24 იანვარს - მოლდოვასთან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ფინალური ეტაპი 2014 წელს ბელგიაში, ანტვერპენში 28 იანვრიდან-8 თებერვლამდე გაიმართება. ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ბელგია უკონკურსოდ ითამაშებს.
დანარჩენთა ვინაობა საკმაოდ რთული შეჯიბრების შედეგად გაირკვევა: 44 გუნდიდან 22 მონაწილე 6 ჯგუფში განაწილდა, საიდანაც შემდეგ ეტაპზე ბრძოლას მხოლოდ გამარჯვებულები აგრძელებენ.
საქართველომ მალტაზე გასამართი შესარჩევი ეტაპი თუ დაძლია, ძირითად ეტაპზე ჩეხეთს, ბელორუსსა და ჰოლანდიას შეხვდება - ტურნირს კი ეს უკანასკნელი უმასპინძლებს.
ევრო 2014-ზე სულ 16 გუნდი ითამაშებს: შვიდივე ჯგუფის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი, პლუს მასპინძელი ბელგია და საუკეთესო მესამეადგილოსანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"