"იბერია სტარი" ოთხთა ფინალისთვის რუსეთში მოემზადება

AutoSharing Option
უეფამ ოთხთა თასის კენჭისყრა დანიშნა, ტურნირის კალენდარიც ცნობილია, 25, 26 და 28 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში დიდი ზეიმი გველის - უეფას ფუტსალის თასს ერთმანეთს შეეცილებიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კლუბი "იბერია სტარი" (საქართველო), "ბარსელონა" (ესპანეთი), "დინამო" (რუსეთი) და "კაირათი" (ყაზახეთი).

ვიდრე ამ ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს, მანამდე "იბერია სტარი" ტურნირისთვის საქართველოს ჩემპიონატში ემზადება და ფეხბურთელებით ძლიერდება.

ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი კი მისი და საქართველოს ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე შეიცვალა.

გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში დარჩენილი მატჩების შეცვლილი განრიგი მოგვაწოდა:

2 მარტი,
16:30. იბერია სტარი - სოკარი
16 მარტი, 14:30. იბერია სტარი - GIEC
23 მარტი, 14:30. იბერია სტარი - თელავი
6 აპრილი, 12:30. იბერია სტარი - სოკარი
11 მაისი, 14:30. იბერია სტარი - სტუ-თელასი
18 მაისი, 14:30. იბერია სტარი - სტუ-თელასი
25 მაისი, 14:30. თსუ - იბერია სტარი

"იბერია სტარის" მენეჯერის, გიორგი დარჯანიას თქმით, ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალისთვის მოსამზადებლად გუნდი შეკრებას 4-11 მარტს მოსკოვში გაივლის და რუსეთის პრემიერლიგის გუნდებთან სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 7 მარტს კპრფ-ს შეხვდება, 8 მარტს - "გაზპრომ-იუგრას", ხოლო 10 მარტს - "მიტიშჩის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული