ელიტრაუნდის შეხვედრები ყველა ჯგუფში დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ 9 გოლით შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი ჩვენი ნაკრების ლიდერი დავით ბობოხიძე გახდა, ხოლო უეფამ მურთაზ კაკაბაძე ყველაზე ლამაზი გოლის ავტორად აღიარა.
ჯერ კაკაბაძეზე ვთქვათ: დიდი ხანია, რომ თბილისის "ამერის" მოთამაშე ფუტსალში გადაბარგდა და წარმატებით თამაშობს (ამჟამად თსუ-ს ფეხბურთელია).
რაც შეეხება მის გოლს, ბელორუსთან შეხვედრის მე-11 წუთზე კაკაბაძემ ბურთი საკუთარ
Video
მურთაზ კაკაბაძის იშვიათი გოლი ფუტსალში
მურთაზ კაკაბაძის იშვიათი გოლი ფუტსალში
ასეთი გოლები ფუტსალში იშვიათობაა და ქართველ მოთამაშეს დაუფასდა კიდეც.
დავით ბობოხიძე კი 28 წლისაა, თავდამსხმელი გახლავთ და ეროვნულ ჩემპიონატში ასევე თბილისის თსუ-ს ღირსებას იცავს. სხვათა შორის, ელიტრაუნდში ამ გუნდის შვიდმა ფეხბურთელმა ითამაშა.
საქართველომ ორ შესარჩევ ეტაპზე იასპარეზა და ბობოხიძემ ჯამში ცხრა გოლი გაიტანა. აქედან ორჯერ მან პოკერის შესრულება მოახერხა, არადა, ელიტრაუნდში ის ტრავმით თამაშობდა.
სწორედ ამიტომ იყო, თბილისში დაბრუნებულმა "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პრესკონფერენციაზე ბობოხიძეს განსაკუთრებული მადლობა რომ გადაუხადა.
თავად ფეხბურთელმა კი გვითხრა, რომ ტკივილები კვლავ ძალიან აწუხებს და ცხადია, საკუთარი ფულით უნდა იმკურნალოს. ფუტსალელები ხომ პირობებით განებივრებულები არ არიან და აქ დაზღვევაზე ლაპარაკი უადგილოა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ავთანდილ ასათიანი: მოგვხედონ და მსოფლიო და ევროპა რეალური იქნება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა და ევროპას დაემშვიდობა
საქართველოს ფუტსალის ნაკრების უიღბლო სტარტი