"იბერია სტარმა" აზერბაიჯანულ გრანდს მეორედაც ვეღარ აჯობა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა უეფას თასის ოთხთა ფინალისთვის მზადების უცხოური ეტაპი დაასრულა.

"იბერია სტარი" ბაქოში ოთხი დღით იმყოფებოდა, რათა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფუტსალის კლუბთან, ნახიჭევნის "არაზთან" სპარინგებში სათამაშო ტონუსი შეენარჩუნებინა, მწვრთნელს, სერჟიო ბენატის კი გუნდის დადებით და უარყოფით მხარეებზე წარმოდგენა შეჰქმნოდა.

პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა 3:1 გაიმარჯვა, 11 აპრილს კი გუნდები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. ამჯერად "არაზმა" იმარჯვა - 5:2.

"იბერია" თბილისში 12 აპრილს დაბრუნდება და ოთხთა ფინალისთვის მზადებას გააგრძელებს.

თემას ეროვნული ჩემპიონატით გავაგრძელებთ. მესამე ტურის გადადებულ შეხვედრაში (რაც თსუ-ში მცირეხნიანი ფინანსური პრობლემებით
იყო გამოწვეული) თსუ-მ ენერგეტიკული კომპანიის გუნდი GIEC დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

თავი გამოიჩინა შოთა ჭანუყვაძემ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იბერია 12 12 0 0 99-18 36
2. თსუ 10 8 0 2 65-24 24
3. სოკარი 11 6 0 5 68-36 18
4. თელასი 9 6 0 3 46-25 18
5. GIEC 14 2 0 12 38-94 6
6. ბურჯი 12 0 0 12 21-140 0

ბომბარდირები
გიორგი ტიკურიშვილი ("სოკარი") 22
ფუსტე ("იბერია სტარი") 20
აუგუსტო ("იბერია სტარი") 15

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული