უეფას ფუტსალის თასი თბილისს შემოივლის - დაგეგმილი ღონისძიებები

AutoSharing Option
უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის გათამაშების დაწყებამდე, ტურნირის ფარგლებში, ჩვენს დედაქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.

18 აპრილიდან საორგანიზაციო კომიტეტი იწყებს ტურნირის აქტიურ პიარ-კამპანიას, რათა ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ყველაფერი გაიგოს ამ მნიშვნელოვანი და უმაღლესი რანგის ტურნირის შესახებ.

ამასთან, უეფას ფუტსალის თასი, რომელიც კენჭისყრის შემდეგ თბილისში "ბინადრობს", ამ ღონისძიებების პარალელურად "შემოივლის" ჩვენს დედაქალაქს.

დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი ასეთია:

18 აპრილი, ხუთშაბათი: ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების შეხვედრა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროექტ "კომენტატორის" მონაწილეებთან, "მიხეილ მესხის" სტადიონზე.

18 აპრილი, ხუთშაბათი: "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუ "არენაში"
სტუმრად იქნებიან: "იბერია სტარის" პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი, უეფას ფუტსალის თასის ტურნირის ელჩი არჩილ არველაძე და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი.

19 აპრილი, პარასკევი: უეფას ფუტსალის თასის ტურნირის ელჩი არჩილ არველაძე ბაქსვუდის სკოლას თასთან ერთად ესტუმრება.

21 აპრილი, კვირა: უეფას ფუტსალის თასის ტურნირის ელჩი არჩილ არველაძე და ტურნირის დირექტორი დიმიტრი ბოკერია სტუმრად იქნებიან TV9-ზე, სპეციალურ რეპორტაჟში.

22 აპრილი, ორშაბათი: თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტულ-გასართობი ხასიათის ღონისძიება. ტურნირის ელჩი, "იბერია სტარის" ფეხბურთელები, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები და ბავშვები გრეხეტბოლს ითამაშებენ. იქვე გათამაშდება ტურნირზე დასასწრები ბილეთებიც.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული