"იბერია სტარს" ოთხთა ფინალში სერბეთის ნაკრების ლიდერი დაეხმარება

AutoSharing Option
მალე საქართველოს ფუტსალის ახალგაზრდული ნაკრები ეყოლება. ამის შესახებ ფუტსალის ასოციაციაში (სფა) გვითხრეს.

"უახლოეს პერიოდში უეფა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის აღდგენას გეგმავს, დეკემბრის დასაწყისში კი პეტერბურგი მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამან გვიბიძგა, რომ ახალგაზრდული ნაკრები შევქმნათ.

ოფიციალური ტურნირის დაწყებამდე სპარინგ-მატჩებით გუნდმა გამოცდილება უნდა შეიძინოს. ამ კუთხით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ჩვენი პარტნიორობა გრძელდება. ისინი ჩვენი ახალგაზრდების მიპატიჟებას აპირებენ, რათა 24 და 25 სექტემბერს ორი თამაში გავმართოთ. უახლო
ეს პერიოდში ოფიციალურ მოწვევას ველით და მის საფუძველზე შესაბამის ინსტანციებს დახმარებისთვის მიმართავს.

ფუტსალის ასოციაციას დიდი დაფინანსება არ
აქვს და ცხადია, დამატებითი სახსრები დაგვჭირდება.

სხვათა შორის, ახალგაზრდულ ნაკრებთან თანამშრომლობის სურვილი ანზორ გაბიტაშვილმა გამოთქვა. 2006 და 2007 წლებში იგი ფუტსალში ეროვნული ნაკრების ექიმი-მასაჟისტი გახლდათ. მიგვაჩნია, რომ ბატონი ანზორის უდიდესი გამოცდილება ახალგაზრდა ფუტსალელებს მნიშვნელოვნად წაადგებათ.

კიდევ ერთი სიახლე: კომპანია "კასტრო ბრაზერსის" პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი დიონიზიო კასტრო წლეულს, პორტუგალიის ფედერაციასთან ერთად, მორიგ მუნდიალიტოს (მსოფლიო ტურნე) გამართვას გეგმავს. ჩვენ უკვე დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნული შეჯიბრების ჩატარების შემთხვევაში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მთლიან, 100-პროცენტიან დაფინანსებას მიიღებს.

2006 და 2008 წლებშიც იგივე მოხდა და მაშინაც ყველა ხარჯი მთლიანად კასტრომ იტვირთა. კასტრო ფიფა-ს აგენტია და ბევრ ცნობილ მწვრთნელთან და სპორტსმენთან თანამშრომლობს: ზიკო, ჟოაო მაუტინიო, ვაგნერ ლავი და ა.შ. მისი თანადგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს",
- გვითხრა სფა-ს გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა.

თემას საკლუბო თემით განვაგრძობთ. უეფას ოთხთა ფინალის მონაწილე "იბერია სტარი" 20 აპრილს ამხანაგურ მატჩში თსუ-ს შეხვდა და 3:0 დაამარცხა - სტუდენტების კარი აიღეს რაფამ, მარსელომ და კუმანომ; ორი საგოლე გადაცემა გააკეთა იბერიელთა ახალწვეულმა მარკო პერიჩმა - ეს უკანასკნელი სერბეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც საქართველოს ჩემპიონმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერ "არაზიდან" დაიმატა.

"იბერია" ნახიჭევანის გუნდს ცოტა ხნის წინ ბაქოში შეხვდა და შეთანხმებაც მაშინ შედგა. გადაწყვეტილია, რომ პერიჩი ოთხთა ფინალში ითამაშებს, რაც ჩვენი ჩემპიონისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

გუნდი მოედანზე პირველად გაიყვანა ალიკ სარქისიანმა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში "იბერია სტარის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ორიოდე დღის წინ კი მთავარი მწვრთნელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მის წინამორბედ სერჟიო ბენატისა და კლუბს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და საკმაოდ მოულოდნელად გაწყდა. მიზეზი ბრაზილიელის უცნაური გადაწყვეტილებები იყო, რაც კლუბისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საქართველოს ჩემპიონატში კი მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

სოკარი-თსუ 5:2
სოკარი-თელასი 9:4
თსუ-ბურჯი 9:1

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იბერია 12 12 0 0 99-18 36
2. თსუ 12 9 0 3 76-30 27
3. სოკარი 13 8 0 5 82-42 24
4. თელასი 11 7 0 4 63-39 21
5. GIER 14 2 0 12 38-94 6
6. ბურჯი 13 0 0 13 22-149 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარი" ბრაზილიელი მწვრთნელის გარეშე დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული